5
Dec
2019

Pantone Color Institute-მა 2020 წლის ფერი დაასახელა!

5 Dec 2019

2020 წლის ფერი კლასიკური ლურჯი იქნება. მომავალი წლის ტრენდი, ფერების ინსტიტუტმა Pantone, უკვე დაასახელა.

„ეს არის ფერი, რომელსაც შეუძლია, იწინასწარმეტყველოს , რა იქნება მომავალში“, – ამბობს Pantone Color Institute-ის ვიცე-პრეზიდენტი ლორი პრესმანი.

ფერების ინსტიტუტმა, 2020 წლის მთავარი ფერი ოფიციალურადაც წარადგინა.

2020 წლის ფერი – კლასიკური ლურჯი, ვიზუალური პრეზენტაცია/Photo Credit: Kirsi Goldynia/CNN

ახალი დეკადის პირველი ფერი თავდაჯერებულობასა და ურთიერთკავშირთან, ერთიანობასთან ასოცირდება. Pantone-ში ამბობენ, რომ კლასიკური ლურჯი, [Classic Blue], სახელიდან გამომდინარე, იქნება სამეფო დიდებულებით გამორჩეული, უსაზღვრო, მაგრამ თავშეკავებული.

„კლასიკური ლურჯი ის საზღვარია, სადაც ზღვა და ცა ერთმანეთს ხვდება. მას აყვავებული ვაზის გემო აქვს. შეხებისას რბილი ხავერდს ჰგავს და ჟღერს როგორც “vivid nostalgia” [ცოცხალი ნოსტალგია].

Pantone „წლის ფერს“ 1963 წლიდან ასახელებს, როდესაც დაპატენტებული სისტემა Pantone Matching System შექმნა. დღეს კი მის ტრენდებს, მსოფლიოს მასშტაბით, გრაფიკოს – დიზაინერები, პოლიგრაფიული კომპანიები და მოდის დიზაინერები მისდევენ.

 

განხილვა