in

PANTONE-მა, უძველესი ბუნებრივი პიგმენტის შთაგონებით, ახალი ფერი შექმნა

PANTONE ბიომრავალფეროვნების სწრაფი კარგვის პროცესის ამსახველი სურათის შესაქმნელდ ახალ ჩრდილს იყენებს, რომელიც შთაგონებულია მსოფლიოს უძველესი პიგმენტით. სტუდია ჩაის კომპანია TEALEAVES-თან თანამშრომლობდა, რათა აღნიშნული ფერი შეემუშავებინა, სახელწოდებით “PANTONE Color of Biodiversity” — ის სუფთა ვარდისფერს ეფუძნება, რომელიც ბუნებრივად იქმნება 1,1 მილიარდი წლის საზღვაო ნალექებისგან.

ქვები დასავლეთ აფრიკაში, ტაუდენის აუზში აღმოაჩინეს. ეს ელფერი დოქტორ ნურ გენელის მიერ აღმოჩენილი ქლოროფილის მიკრო-ნამარხების შედეგია, რომლებიც უძველესი სახეობებიდან წარმოიშვა — ისინი ოდესაღც ჩვენს ოკეანეებში ბინადრობდნენ.

ვარდისფრის ნათელი ელფერი ჩვენი ეკოსისტემისა და მასში აყვავებული სიცოცხლის ბირთვია. თუმცა იმ სიჩქარით, რომლითაც კაცობრიობა ცვლილებების ტალღას მიჰყვება, შეიძლება, ჩვენი ბუნებრივი სამყაროს უზარმაზარი ნაწილი დავკარგოთ. ამიტომაცაა, რომ დიდი კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ ირგვლივ არსებული რესურსი გამოიყენონ.

გაეროს მეცნიერებათაშორისი პოლიტიკის პლატფორმის მიხედვით, რომელიც ბიომრვალფეროვნებისა და ეკოსისტემურ სერვისებს ეხება, ჩვენი სამყაროს განსაცვიფრებელი სამი მეოთხედი ნაწილი ადამიანებმა შეცვალეს, რაც გადაშენების საფრთხის წინაშე აყენებს მილიონამდე სხვადასხვა სახეობას.

PANTONE Biodiversity Color-იც სწორედ გაეროსა და მსოფლიო ბიომრავალფეროვნების ფორუმის მხარდასაჭერად შეიქმნა. ასევე, 30×30 პროექტის, რომელიც 2030 წლისთვის მიწისა და ოკეანეების 30%-ის დაცვას გეგმავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ამ ტემპით გავაგრძელებთ ბიომრავალფეროვნების დაკარგვას, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისკენ მიღწეული პროგრესის 80% დაიკარგება…

 

500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადი 30 ქვეყნიდან შემოვიდა

რა გავლენას იქონიებს ფინტექ სფეროს განვითარებაზე თიბისისა და ფინტექ ასოციაციის მემორანდუმი?