in

PANTONE-მა 2026 წლის ფერი დაასახელა!

პირველად ისტორიაში PANTONE 2026 წლის ფერს თეთრს უწოდებს, Cloud Dancer-ს, რომელიც PANTONE 11-4201-ის კოდით შეგიძლიათ, იპოვოთ. ეს ამბავი კი მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიგვანიშნებს იმაში, თუ როგორ იკითხება ფერების ავტორიტეტი კულტურულ განწყობაში ახალი წლის მოახლოებასთან ერთად…

BOG
BOG

Cloud Dancer რბილი, დაბალანსებული თეთრი ფერია, რომელიც სიმშვიდესა და სიმარტივეს ასახავს. ბრენდი ფერს აღწერს, როგორც ღიასა და ჰაეროვანს, რომელიც სიცხადისთვისაა შექმნილი და არა, კლინიკური სიკაშკაშისთვის. PANTONE Color Institute-ის ვიცე-პრეზიდენტი ლორი პრესმანის თქმით, ეს არჩევანი გადაფასების ტრენდს ასახავს, რა დროსაც ადამიანები კითხვით ნიშნის ქვეშ აყენებენ იმას, თუ როგორ ცხოვრობენ, რას ანიჭებენ პრიორიტეტს და როგორი შეგრძნებები სურთ, გარემოსგან მიიღონ.

გარდამავალ დროში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანები სიმართლეს, შესაძლებლობებსა და ცხოვრების ახლებურ გზებს ეძებენ. PANTONE 11-4201 Cloud Dancer ჰაეროვანი თეთრია, რომელიც ბალანსისკენ ძიებას ასახავს ჩვენს ციფრულ მომავალსა და ადამიანური კავშირების ძირითად მოთხოვნილებას შორის, სივრცეს, რომელიც შემოქმედებითი გამოხატვის საწყის წერტილს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ინდივიდები და საზოგადოებები ექსპერიმენტებს ატარებენ ტრადიციული საზღვრების მიღმა, ხსნიან კარებს მზარდი წარმოსახვისა და ინოვაციებისთვის.

 

View this post on Instagram

 

A post shared by PANTONE (@pantone)

აღსანიშნავია, რომ აქ თეთრი ფერი, როგორც ფონი, ისე კი არ პოზიციონირდება, არამედ მთავარ წერტილადაა წარმოდგენილი. ცარიელი ტილო არ არის, არამედ ტონი, რომელიც წარმოსახვებისა და გადატვირთვის საშუალებას იძლევა. როგორც ჩანს, წელს პანტონისთვის სიმშვიდე სულაც არ ნიშნავს სტატიკურობას.

ბრენდის არჩევანს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის წინა წლის ფერები, იქნება ეს 2025 წლის Mocha Mousse თუ 2024 წლის ფერები გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის.

პეისერა ბანკის ციფრული საოპერაციო პროდუქტები ბიზნესისთვის

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს