ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დროს PANTONE-მა პალიტრის მრავალფეროვანი სპექტრი შემოგვთავაზა, რაღა თქმა უნდა, Fashion, Home + Interiors-ის (FHI) ხაზისთვის. თუმცა ამჯერად მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებებით — ბრენდის ისტორიაში პირველად PANTONE-მა ახალი ფერები ორი განსხვავებული პალიტრით გაგვაცნო და PANTONE FHI Dualities-ის სახელი დაარქვა.
ეს იმას ნიშნავს, რომ 175 ელფერს ახლა ორ New Age Pastels-ისა და Shadows-ის პალიტრებში ვნახავთ. ასე კი იმიტომ იქცევიან, რომ PANTONE-ის მიზანი შემოქმედებითი ადამიანების მხარდაჭერაა, რათა მათ დღევანდელი სამყაროს კომპლექსური და კონტრასტული ხასიათის ჩვენებაში დაეხმარონ. ტენეს უილიამსის, PANTONE FHI-ის ხელმძღვანელის თქმით კი, „ჩვენ საოცარ ორმაგ დროში ვცხოვრობთ, სადაც ფუტურისტული ციფრული განვითარება მნიშვნელობისა და სიმარტივის განახლებულ მოთხოვნას ხვდება…“.
New Age Pastels 98 ღია ტონის საოცნებო კოლექციას გვთავაზობს, აქ ნახავთ ღია ყვითელს, პიტნისფერ მწვანეს და სტაფილოსფერს, რითაც სურთ, სიმშვიდისა და არაამქვეყნიურობის შეგრძნება გააძლიერონ:
მეორე მხარეს კი Shadows დაგხვდებათ 77 ელფერით, რომლებიც რბილ გადასვლას გვთავაზობს ღიასა და მუქს შორის. შესაბამისად, აქ თბილ და ცივ ნაცრისფერსა და მსგავს ფერებს შეხვდებით:
მეტიც, ამ ფერების რეალური მაგია რომ ეჩვენებინა, PANTONE-მა პარტნიორობა ძვირადღირებულ ქაშმირის ბრენდ Janavi-სა და სახელგანთქმულ დიზაინერ ბიბჰუ მოჰაპატრასთან დაიწყო. შარფების ექსკლუზიური კოლექცია შექმნეს და ასე Dualities-ის პალიტრაც გააცოცხლეს: