PANTONE და Motorola ახლა გვთავაზობენ იმას, რასაც ტელეფონის ჩასადების საჭიროების შესახებ შეიძლება გრძნობდეთ… კომპანიების წყვილმა მრავალწლიანი პარტნიორობის შესახებ გამოაცხადა, რათა ფერების ფსიქოლოგია და სტრატეგია Motorola-ს პორტფოლიოში ჩართოს.
Motorola სმარტფონებს თვითგამოხატვის საშუალებად მიიჩნევს, ახლა კი სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტა ფერების ძლიერი ენის გამოყენება და ტონის შერჩევა, როგორც დიდი, ისე პატარა მომენტებისთვის. PANTONE კი მომდევნო წლებს Motorola-სთვის ფერებისა და დიზაინის უახლესი ტენდენციების შერჩევას დაუთმობს. ამასთან, პალეტსაც PANTONE შექმნის, რაც „წლის ფერსაც“ მოიცავს.
პირველი კი Motorola-ს Edge 30 Neo ხაზია, რომელიც PANTONE-ის 4 ტონისგან შედგება: 2022 წლის ფერი — Very Peri, Ice Palace, Aqua Foam და Black Onyx. იმასაც გვეუბნებიან, რომ ამგვარად Motorola ინდუსტრიაში ფერებისა და დიზაინის ტენდენციების ლიდერი გახდება.