ფერების ინსტიტუტი PANTONE-ის Very Peri არის მისი პირველი ტონალობა, რომელსაც მეტავერსში ვიხილავთ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან 2022 წლის ფრად Panton-მა სწორედ Very Peri დაასახელა. გარდა ამისა, Very Peri-ს ღია იასამნისფერი ფუტურისტული ტონალობა ფიზიკური და ციფრული ლანდშაფტების შერწყმისა და მომავლის სიმბოლოა.
NFT-ის შექმნა Panton-მა 2021 წლის დეკემბერში დაანონსა. მისი რეალიზაცია კი იმაზე უკეთეს პირობებში მოხდა, ვიდრე NFT კოლექციონერები ელოდნენ – PANTONE-ის სადებიუტო NFT კოლექცია უფასოდ გამოვა. ის 9 უნიკალური დიზაინისგან შედგება და არტისტი Polygon1993-ის მიერაა შექმნილი.
ხუთი NFT გაიცემა Tezo-ს blockchain-ის მეშვეობით, რომელიც ცნობილია თავისი ენერგოეფექტურობითა და დაბალი ხარჯებით. ორი უფასო ნამუშევარი 2022 წლის 9 მარტს, საღამოს 12 საათზე გავრცელდება. სამი სხვა დიზაინი გამოვა 10 მარტს დილის 7 საათზე Tezos-ის უმსხვილესი NFT ბაზრის Objkt-ის მეშვეობით. დარჩენილ ოთხი NFT-ის ექსკლუზიურად PANTONE-ისა და Tezos-ს იმერსიულ Very Peri ოთახში, SXSW-ის 2022 წლის ღონისძიებაზე 11-14 მარტს ვიხილავთ.











