in

Pantone-ის 2024 წლის ფერი ხალხის სასურველ განწყობას ასახავს

Pantone-მა 2024 წლის ფრად Peach Fuzz დაასახელა, ვარდისფერსა და ნარინჯისფერს შორის არსებული ტონი. ის კომფორტის, სიკეთისა და სინაზისკენაა მიმართული — ანუ იმ ყველაფრისკენ, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში არ გვქონია…

BOG
BOG

„ვფიქრობ, გასული წლები საკმაოდ არეული და დაძაბული იყო. ახლა კი ყველას გვაქვს მოთხოვნილება, თანაგრძნობა მეტად გავაძლიეროთ“, — ამბობს ლორი პრესმენი, Pantone Color Institute-ის ვიცე-პრეზიდენტი.

სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ფერი Pantone-ის წლის ფერის პროგრამის 25 წლის იუბილეს ემთხვევა, რომელიც 1999 წელს Zen Cerulean ლურჯით დაიწყო. ყოველწლიურად კომპანია ექვს თვეზე მეტს ხარჯავს ბაზრების შესწავლაში — მოდით დაწყებული, სახლის დეკორაციებით დასრულებული. წელს კი გუნდმა შეამჩნია, რომ ატმის ტონები განსაკუთრებული ინტენსივობით ჩნდებოდა.

ამავდროულად, Pantone-ის გუნდის წევრები ეძებენ საერთო თემასა და განწყობას, რომელიც სხვა ყველაფერზე მაღლა დგას. ამ თვალსაზრისით, წლის ფერი ნაკლებად არის პიგმენტური პროგნოზი და უფრო მეტად დროის ასახვა — ხალხის მისწრაფებების სარკე.

Adam & Eve NYE – ახალი წლის გამორჩეული საღამო ჰიპ-ჰოპ ვიბრაციებით გაცოცხლდება

როგორ აპირებთ 2024 წლის გეგმების შესრულებას? — 3 რჩევა