სკეიტბორდერებს უკვე PANTONE-ის წლის ფერებით გაფორმებული დაფებით შეუძლიათ სრიალი. ბორდსპორტის ბრენდმა Globe გამოუშვა ნაკრები, რომელიც შთაგონებულია PANTONE-ის 2022 წლის ფერით Very Peri, ასევე, 2021 წლის Ultimate Gray-თა და Illuminating-ით. ნაკრებში შემავალი დაფები 8.25 ინჩიანი კანადური ნეკერჩხლისგანაა დამზადებული.













