ჩათვალეთ, რომ მოდურ ფერებზე კითხვები ამოიწურა, რადგან პანტონმა Spring/Summer 2026 Color Trend Report გამოაქვეყნა. პალიტრა ენერგიულობისა და თავშეკავებულობის გზაჯვარედინზეა მოთავსებული — თამამი, კაშკაშა ფერები უფრო რბილ ნეიტრალურ ტონებს ერწყმის, რათა თვითგამოხატვის სივრცე მოგვცეს.
ისეთი გაჯერებული ფერები, როგორებიცაა Acacia-ს მომწვანო-ყვითელი და Lava Falls-ის წითელი მშვიდ ტონებთან ერთად გვხვდება, იქნება ეს Dusty Rose თუ Tea Rose, რათა დრამატული კოლექციები შექმნას. ხოლო Alexandrite-ის ფირუზისფერი და Muskmelon-ის ნარინჯისფერი ქმნის სპექტრს, რომელიც ოპტიმიზმის, ვნებისა და სიმშვიდის ირგვლივ ტრიალებს.

- Acacia (PANTONE 13-0640 TCX)
- Marina (PANTONE 17-4041 TCX)
- Muskmelon (PANTONE 15-1242 TCX)
- Alexandrite (PANTONE 18-4835 TCX)
- Lava Falls (PANTONE 18-1552 TCX)
- Dusty Rose (PANTONE 17-1718 TCX)
- Tea Rose (PANTONE 16-1620 TCX)
- Amaranth (PANTONE 19-2410 TCX)
- Burnt Sienna (PANTONE 17-1544 TCX)
- Burnished Lilac (PANTONE 15-1905 TCX)
მთავარი ფერების გარდა, პანტონმა სეზონური ნეიტრალური ფერების ჯგუფიც შემოგვთავაზა მეტად ხალისიანი კომბინაციებისთვის, მათ შორის მუქი ყავისფერი Coffee Bean, რბილი თეთრ-ნაცრისფერი Whyte Onyx და თბილი კრემისფერი Angora. ხოლო მწვანე ფერები, როგორებიცაა Sage და Forest Green (Sycamore), კიდევ უფრო ამყარებს ბალანსს და ექსპერიმენტებისთვის საიმედო ბაზას უქმნის დიზაინერებს.

- Coffee Bean (PANTONE 19-0915 TCX)
- White Onyx (PANTONE 12-4300 TCX)
- Rhodonite (PANTONE 19-3838 TCX)
- Sycamore (PANTONE 19-5917 TCX)
- Sage Green (PANTONE 15-0318 TCX)
ისიც კი გვაჩვენეს, თუ როგორ შეგვიძლია გადავიტანოთ ეს ფერები პრაქტიკაში — Burnt Sienna და Amaranth პალტოებსა და კაბებში წარმოადგინეს, Dusty Rose და Tea Rose უფრო გრძელ გამოსასვლელ კაბებსა და აქსესუარებში. ნეიტრალურ ფერებს კი კერვისა და ფეხსაცმელების კატეგორიაში ვხვდებით კონტრასტით, რომელიც კაშკაშა ფერებს უკეთ გამოჩენის შესაძლებლობას სთავაზობს.
როგორც ჩანს, დიზაინერები არსებული წესების დარღვევას ცდილობდნენ, რათა ჩვენთვის დაემტკიცებინათ, რომ ერთ დროს შეუფერებლად მიჩნეული ტონები, ახლა საუკეთესო კომბინაციას შეიძლება, წარმოადგენდეს…












