როცა ინტერიერის მოწყობის დრო დგება, ძირითადად ორი ტიპის ადამიანებს ვხვდებით, მინიმალიზმისა და მაქსიმალიზმის მოყვარულებს. ხოლო, თუ ამ უკანასკნელთა შორის თქვენც ხართ, მაშინ Pantone-ისა და H&M Home-ის კოლაბორაცია დაგაინტერესებთ. ეს ბრენდების მეორე თანამშრომლობაა, რომელსაც ამჯერად ორ ფერთა პალიტრაში გვთავაზობენ — Zesty & Fresh და Sweet & Juicy.
როგორც ხედავთ, კოლექცია მოიცავს საკვების სერვირებისა თუ შენახვისთვის განკუთვნილ ნივთებს, ამასთან სანთლებს, რომლებიც პანტონის პალიტრის მსგავს ყუთებშია მოთავსებული. განსხვავებით წინა კოლექციისგან, რომელიც უფრო „მშვიდ“ ფერებში იყო წარმოდგენილი, ორივე კოლექცია მეტად ნათელ და ცოცხალ ფერთა პალიტრაშია წარმოდგენილი — Sweet & Juicy თუ ცხარე წითელ და ძლიერ სტაფილოსფერს გთავაზობთ, რითაც მღელვარებას, ვნებას, სიყვარულსა და ბრაზს გამოხატავს, Zesty & Fresh განტვირთვას გპირდებათ, ლაიმის ფერებით, რომელსაც ბალანსი და ბედნიერება მოაქვს, ყვითლით, რომელიც კომუნიკაციას აძლიერებს და, თუ ფერთა ექსპერტებს დავუჯერებთ, სიბრძნესაც ასახავს. დანარჩენი კი თავად ნახეთ: