უკვე მე-17 წელია, საერთაშორისო დიზაინ კონკურსი Pentawards იმართება — ის ბრენდინგსა და ვიზუალურ იდენტობაში ფერის გამოყენების ხელოვნებაზე ფოკუსირდება. ამჯერად, PANTONE-სთან თანამშრომლობით, სპეციალური პრიზიც კი გამოავლინა იმ დიზაინისთვის, რომელიც „ჩარჩოებს მიღმა იყო ნაფიქრი“ და ფერებსაც განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა.
შედეგად, ფერების საუკეთესო გამოყენებაში აღნიშნული ოქროს ჯილდო ხორვატიულ სტუდია Tumpic/Prenc-ს გადაეცა. მის მიერ შექმნილი ბოთლის უნიკალური დიზაინი რომაული ამფორის ავთენტური ფორმისგანაა შთაგონებული და ისტრიანას რეგიონში ზეითუნის ზეთის შესანახად გამოიყენება. ვიზუალი შთამბეჭდავად აერთიანებს უძველეს თიხის ნაჭრებს ტერაკოტა-ფორთოხლის ფერის ნაზავში…
მთლიანობაში, ამ წლის კონკურსზე 600 ნამუშევრიდან 25-მა მიიღო ფერების საუკეთესო გამოყენების ტიტული. თითოეულ მათგანთან დაკავშირებით ისიც კი აღნიშნეს, რომ მათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს.
შეფუთვის დიზაინის სამყაროში დაფიქსირებული ზოგიერთი თვალსაჩინო ტენდენცია მოიცავს თამამ ვიზუალურ შეტყობინებებს გადამუშავების პრაქტიკის პოპულარიზაციისთვის, ქაღალდის გამოყენებით ინტერაქციული და ეკოლოგიურად სუფთა მიმოქცევის გამოცდილებას და დიზაინებს, რომლებიც პოზიტიური ქმედებების შთაგონებისკენაა მიმართული,