US Postal Service 250 წლის გახდა, PANTONE-მა კი გადაწყვიტა, საუკუნოვანი ისტორია პალიტრით წარმოეჩინა. შედეგად, 250 Years in Color ვიზუალურად გვამოგზაურებს ამერიკული ფოსტის ისტორიაში და თითოეული ფერით მისი განვითარების ცალკეულ თავს აღნიშნავს.
თეთრი 1775 წელს ბენჯამინ ფრანკლინის ფოსტის პირველ გენერალურ უფროსად დანიშვნას აღნიშნავს, ხოლო ყავისფერი Pony Express-ს მიაგებს პატივს და USPS-ის დაარსების განსხვავებულ ასპექტებს გვიყვება. ნათელი ინტერპრეტაციებით გვაჩვენებენ, როგორ განამტკიცა ფოსტამ ეროვნული კავშირი საუკუნეების მანძილზე.

აქვე შეგხვდებათ USPS Airmail Red, რომელიც 1918 წელს ამერიკის პირველ ოფიციალურ საჰაერო ფოსტის გაგზავნას ეძღვნება, USPS Mr ZIP Orange კი უკვე 1960-იან წლებში საფოსტო ინდექსების შემოღებას აღნიშნავს.

PANTONE x USPS-ის მიკროვებგვერდზე მომხმარებლებს ფერების დათვალიერებისას აუდიოკლიპებისა და მოკლე ესსეების ნახვაც შეეძლებათ, რომლებიც კულტურულ მომენტებსა და პერსონალურ ისტორიებს გვაცნობს.

ამ თანამშრომლობის გარდა, USPS-მ საიუბილეო მარკებიც გამოუშვა, სამუზეუმო ექსპონატები და ბუკლეტი, სახელწოდებით Putting a Stamp on the American Experience. საიუბილეოდ ახალი Eagle in Flight-ის ემბლემაც შემოგვთავაზეს…













