ქაღალდს ჩვენს ცხოვრებაში საკმაოდ დიდი და მრავალმხრივი ფუნქცია აკისრია. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხელოვნებაშიც. სამხრეთ კორეელმა ხელოვანმა, Ilhwa Kim-მა გადაწყვიტა, თავისი ორიგინალური, მკვრივი პეიზაჟების შესაქმნელად ქაღალდი გამოეყენებინა. მან ქაღალდისგან ფერად-ფერადი თესლები დაამზადა ამგვარად ააწყო ნამუშევრები. როგორც თავად ამბობს, ეს მისი შეგრძნებების გამოხატვის შესაფერისი ფორმაა.