14
Aug
2014

ახალი Leica ქაღალდის შეფუთვით

14 Aug 2014

Elit Electronics
Elit Electronics


გერმანულმა ქაღალდის მწარმოებელმა Fedrigoni-მ და Leica X2-მა გამოუშვა შეზღუდული რაოდენობის ფოტოაპარატები “ქაღალდის გარეკანით”.

ტრადიციულად ლეიკა, ფოტოაპარატს ტყავის გარეკანით ფარავდა, რომელიც ახლა Constellation Jade-ის ქაღალდით შეცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ ლეიკა ქაღალდით დაფარეს, მან ტესტირების სრულ დატვირთვას გაუძლო.

ლეიკას წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ქაღალდის კორპუსი მათ ტექნიკურ და ესთეტიკურ მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს. ყოველი კამერა სპეციალურად დამზადებულ ყუთშია მოთავსებული, რომელიც კამერასთან ურთიერთობის პროცესს უფრო ესთეტიურს ხდის.

კომპანია  Fedrigoni-ის მთავარი მიზანია ბრენდებს შესთავაზოს პროდუქტის ახალი და გამორჩეული “ჩაცმულობა”. სწორედ ლეიკასთან თანამშრომლობის შემდეგ, კომპანიამ პროექტისთვის “Paper Skin”  Cannes Lions-ზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

განხილვა