in

ყველაზე თხელი ტაბი მსოფლიოში – reMarkable 2

veon
veon

გაიცანით, ეს reMarkable 2-ია – ტაბი, რომელიც წერისა თუ ხატვისას ქაღალდისმაგვარ შეგრძნებას გიტოვებთ. სწორედ ამიტომ, მას Paper Tablet (ქაღალდის ტაბი) შეარქვეს. ტაბის წინასწარი შეკვეთა $399-ად უკვე შეგიძლიათ, გამოგზავნით კი ის თქვენკენ 2020 წლის ივნისში გამოემგზავრება. შეზღუდული დროით, მას მარკერი და ფოლიო მოყვება. ტაბი სისქეში 4.7მმ-ია, სწორედ ამიტომ, ის მსოფლიოს ყველაზე თხელ ტაბად შეაფასეს. მას აქვს მეორე თაობის “ტილოს” დისპლეი, ელექტრონული მელნის მხარდაჭერით. ამგვარად, ძნელია გაარჩიო, ქაღალდზე წერ/ხატავ თუ ტაბზე.

როგორ და რა დოზით მივაწოდოთ ბავშვს საჭირო ინფორმაცია კორონავირუსზე

კანის ლომების ფესტივალი, ივნისის ნაცვლად, 26-30 ოქტომბერს ჩატარდება