მზის ენერგიის მოხმარება დღეს საკმაოდ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. მზის პანელები კი, რომლებიც ძირითადად სახურავებსა და ბრტყელ ზედაპირებზე გვხვდება, მისი გამოყენების შესაძლებლობას ზღუდავს. ხოლო, ფართო მოხმარებისთვის გამოსავალი ზუსტად ის არის, რაზეც ახლა მოგიყვებით — მზის ფირფიტა ისეთი თხელი და მსუბუქია, რომ ნებისმიერ ზედაპირზე შეიძლება მოთავსდეს, ქსოვილების ჩათვლით.
ამ შედეგის მისაღებად MIT-ის მკვლევრებმა შედარებით ახალი, მაგრამ სულ უფრო პოპულარული ტექნოლოგია გამოიყენეს, დაახლოებით იმის მსგავსი, რასაც დღეს მაისურებზე ბეჭდვის დროს იყენებენ. მდგრადობაზეც არ უნდა იღელვოთ, რადგან Dyneema-ს ქსოვილი აქვს, რომელიც მას დაზიანებისგან იცავს. ამიტომ, მისი ქაღალდივით დაგორგვლაც უპრობლემოდ შეგიძლიათ.
მეტიც, 370 კილოვატის გამომუშავება შეუძლია, რაც, ჩვეულებრივთან შედარებით, 18-ჯერ მეტია. მსგავსი თხელი პანელები ნავებსა და კარვებზეც მარტივად შეგიძლიათ მოათავსოთ, ეს კი განსაკუთრებული მნიშვნელობის გახდება სტიქიით დაზარალებული ადგილებისთვის…

ფაზლის ბოლო ნაწილს დამცავი ფენა წარმოადგენს, რომელზეც მეცნიერები ამ ეტაპისთვის აქტიურად მუშაობენ. ხოლო, როცა ამას წარმატებით დაასრულებენ, მზის თხელი ფირფიტა ნებისმიერ ამინდს გაუძლებს და ფართო გამოყენებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.














