28
Feb
2019

მსოფლიოს ღირსშესანიშნაობების „ახალი ცხოვრება“ – „ქაღალდის ხელოვანის“ წარმოსახვა და ფოტოგრაფია

28 Feb 2019

ლონდონელი ფოტოგრაფი – რიჩ მაკორი, იგივე Paperboyo მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და თავის აუდიტორიას, რომელიც ინსტაგრამზე 414 ათას ადამიანს აჭარბებს, ცნობილი შენობების ახლებურ, კრეატიულ ხედვას სთავაზობს. ამისათვის ის ორ რამეს იყენებს – ქაღალდსა და ფოტოაპარატს. ასე, მსოფლიოს ღირსშესანიშნაობების აქამდე უხილავ მხარეს გვაჩვენებს. მხარეს, რომელიც Paperboyo-ს შემოქმედებითი წარმოსახვის ნაყოფია. მისი ფოტოები, ძირითადად, არქიტექტურულ ელემენტებს შეიცავს, თუმცა, „ქაღალდის ხელოვანი“ ასევე იყენებს ბუნებრივ ლანდშაფტებს, თავისი ფიგურების განსათავსებლად. მის ნამუშევრებს შეგვიძლია ვუწოდოთ ფოტომანიპულაცია, ან ფოტოინსტალაცია, რომელიც რეალურ დროში – ფოტოს გადაღების მომენტში ხდება. თუმცა ფაქტია, რომ ეს ფოტოგრაფი გარემოს თავისებურად აღიქვამს, ღირსშესანიშნაობებს არგებს საკუთარ ფანტაზიას და სძენს მის გარშემო, მისგან დამოუკიდებლად არსებულ ვიზუალებს ახალ შინაარსსა და ფუნქციას.

როგორ ქმნის „ქაღალდის ხელოვანი“ მსოფლიოს ღირსშესანიშნაობების ახალ ცხოვრებას? ამის შესახებ ის ინსტაგრამზე განთავსებულ ვიდეოში გვიყვება:

განხილვა