in

ომი და მშვიდობა — ფოტოები პარალელურ სამყაროებს გვაცნობს

დღეს მსოფლიოში 110 შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს… ამ რეალობის ასახვა კი თურქმა ხელოვანმა უღურ გალენკუშმა წიგნში Parallel Universes of War & Peace გადაწყვიტა — ციფრული კოლაჟებით გვაჩვენებს სხვაობას მშვიდობიან ქვეყნებსა და კონფლიქტურ ზონებს შორის. ფოტოჟურნალისტური გამოსახულებები იდეალურ სცენებთან ერთიანდება და ყურადღებას ამახვილებს იმ ომების დამანგრეველ ზემოქმედებაზე, რომლებიც უკრაინაში, ღაზაში, სუდანში, ირანსა და სხვა ქვეყნებში ხდება.

BOG
BOG

წიგნი ექვსი განსხვავებული სექციისგან შედგება, მათ შორისაა The Lost Innocence, რომელიც ომის ყველაზე მოწყვლად მსხვერპლზე, ბავშვებზე, გვესაუბრება. ამ კატეგორიაში წარმოდგენილ ერთ-ერთ კოლაჟში ვიეტნამის არქივიდან ვხედავთ ფოტოს, რა დროსაც ბავშვი საჰაერო შეტევას გაურბის, კომპოზიციის მარჯვენა მხარეს კი ბედნიერი მამა-შვილია ასახული. ესეც პარალელური სამყაროები:

ერთ-ერთი სექცია Through Iconic Lenses-იც გახლავთ, რომელშიც ავღანელი გოგოს ცნობილ ფოტოსა და კევინ კარტერის გამაოგნებელ The Vulture and the Little Girl-ს იხილავთ:

ასე სურთ, ომისა და მშვიდობის პარალელური სამყაროები მთავარ არგუმენტად იქცეს მშვიდობისთვის, აღნიშნული წიგნიც სწორედ ამ საკითხზე ისახავს მიზნად ცნობიერების ამაღლებას — Parallel Universes of War & Peace გამოწვევის წინაშე აყენებს ჩვენს წარმოდგენებს მომავლის შესახებ, რომელშიც კონფლიქტი გაჩუმებულია. ნება მიეცით მის ფურცლებს შეაღწიოს თქვენს ცნობიერში და მშვიდობის ადვოკატად გაქციოთ.

 

სმარტფონებით შექმნილი გიგანტური ეკრანი — Heineken ფეხბურთის ყურების ტრადიციულ ნორმებს უპირისპირდება

„ვცდილობ, არ გავჩერდე და მუდმივად ვეძებო ახალი ცოდნა და გამოცდილება” – ელენე კვირკველია