in

პარალიმპელი სპორტსმენი, ჰელოუინისთვის, „დისნეის“ გმირებს აცოცხლებს

ჯოშ სანდქვისტი პარალიმპელი სპორტსმენია. მას, 9 წლის ასაკში, სიმსივნის დიაგნიზის გამო, ფეხი მოკვეთეს. მაგრამ ბავშვობის ოცნებაზე, გამხდარიყო „დისნეის“ ანიმატორი, უარი არ უთქვამს.

BOG
BOG

თითქმის, 10 წელია,  ყოველ წელს, ჰელოუინის დღესასწაულისთვის, სპეციალურ ფოტოსესიას აწყობს და “Disney“-ის გმირებს აცოცხლებს.

2010 წელი
2012 წელი
2013 წელი

„ბავშვობაში „დისნეის“ ანიმატორობაზე ვოცნებობდი. შემდეგ, 9 წლის ასაკში, ფეხი დავკარგე. ამ ამბიდან, დაახლოებით, ერთ კვირაში “Walt Disney“-ს ანიმატორ ბრუზ ჯონსონისაგან წერილი მივიღე. აღმოჩნდა, რომ მას ორივე ქვედა კიდური ამპუტირებული ჰქონდა. წერილთან ერთად, ნახატიც გამომიგზავნა – ფურცელზე ჯინი ეხატა. ბრუზი, ბევრ სხვასთან ერთად, ამ პერსონაჟსაც განასახიერებდა“.

2014 წელი
2015 წელი

დღეს რამდენიმე პროფესია აქვს: არის მოთხილამურე, კომედიური შოუს მსახიობი, სხვადასხვა გამოცემის ავტორი და სპიკერი.

2016 წელი
2017 წელი

2018 წლის კოსტიუმი სპორტსმენმა ბრუზ ჯონსონს მიუძღვნა და ჰელოუინისთვის ჯინის ფორმა მოირგო. 

2018 წელი

ციტრუსის მოსავლის დაზღვევა ამოქმედდა

ცვლილება ოქროსფერ 50-თეთრიანებთან დაკავშირებით