in

გაერთიანებულ სამეფოში პარამედიკოსებს Jetpack-ით გადაამზადებენ

სულ რაღაც სამი წლის წინ ბრიტანელმა გამომგონებელმა, რიჩარდ ბრაუნინგმა, საკუთარი რეკორდი თავადვე მოხსნა და რეაქტიული კოსტიუმით — Jetpack საათში 100 მილი სიჩქარით იფრინა. მეტსახელად რკინის კაცმა წინა რეკორდი თითქმის გაასამმაგა და საათში 32 მილი სიჩქარე 85-მდე გააუმჯობესა. 

ამ პროცესებმა კი გაერთიანებულ სამეფოში, საგანგებო რეაგირების დროს, მედიკოსების Jetpack-ით გადამზადების იდეა გააჩინა. მეტიც, როგორც ამბობენ, Great North Air Ambulance-ის (GNAA) პერსონალის წევრმა, ენდი მაუსონმა, უკვე დაასრულა შესაბამისი ტრენინგები და მას სხვებიც მალე შეუერთდებიან… მსგავსად კი ისინი სასწრაფო დახმარების დროულად მიწოდებასა და მეტი ადამიანის გადარჩენას შეძლებენ.

ამ ფაქტით ყველა გაოცებულია, თუმცა ჩვენ ვართ პირველი რეაქტიული კოსტიუმების მქონე პარამედიკოსები და ამ გზით პაციენტებს დროულად დავეხმარებით, — ამბობს ენდი მაუსონი.

ბევრი ჩვენგანი მედიცინის მსგავს განვითარებას ძალიან ძვირ და შრომატევად საქმედაც მიიჩნევს, მაგრამ ფაქტია, რომ კომპანიებში ამ მიზნით ტექნიკის განვითარებას აგრძელებენ. მაგალითად, რიჩარდ ბრაუნინგის კომპანია Gravity Industries მსგავს რეაქტიულ მოწყობილობებს გადაუდებელი შემთხვევებისა თუ სამთავრობო საჭიროებებისთვის ამზადებს. ამასთან ერთად კი, დევიდ მეიმანმა კომპანიიდან JetPack Aviation თქვა, რომ მომავალი მისი სუპერ სწრაფი Speeders-ის ხელშია, რომელიც მფრინავ მოტოციკლსაც კი ჰგავს… მეტიც, მათ სამხრეთ აზიაში უკვე ორი მოწყობილობა გაყიდეს.

ნახეთ: მანქანის მბრუნავი კაბინა, რომელიც ავარიის დროს გადაგარჩენთ

„ჯი-თი მოტორსის“ კიდევ ერთი წარმატება – კომპანია Ford-ს ოფიციალურად უკვე რეგიონშიც წარმოადგენს