Paramount Global ოფიციალურად ერთიანდება პროდაქშენ კომპანია Skydance-სთან. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ ახალი ლოგო წარადგინა, რომლის დიზაინშიც გამოყენებულია Paramount-ის ძველ ლოგოში გამოსახული მთის მოტივი და ვარსკვლავთა წრე, თუმცა შეიცვალა ტექსტის შრიფტი და გამოყენებულია Skydance-სთვის დამახასიათებელი ხელწერა, რომელიც შერწყმულია სამეფო ლურჯ ფონთან.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ახალი ლოგო შესანიშნავია, თუ თქვენი მიზანი მხოლოდ შიდა კორპორაციული სინერგიაა, რადგან აქამდე აღნიშნული ვარიანტი გამოიყენებოდა დოკუმენტში, რომელიც განიხილავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბალანსების გაძლიერება, თავისუფალი ფულადი ნაკადები და კომპანიებს შორის შიდა ურთიერთობის ნიუანსები. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ახალი დიზაინი Paramount-ის იდენტობას ანადგურებს. მივიღეთ მოსაწყენი ლოგო, რომელიც არ შეეფერება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ მედია-კომპანიას.

ლოგოს 110-წლიანი ისტორია
Paramount ლოგოს დიზაინში მთის გამოსახულებას 1914 წლიდან იყენებდა. სწორედ ამ უნიკალური იდენტობის ქვეშ გაფართოვდა, გახდა მედია გიგანტი, რომელიც ფლობს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა CBS, MTV და Nickelodeon და გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი გართობის სფეროში. მისი ლოგო იყო კომპანიის აღიარების განუყოფელი ნაწილი და ვიზუალი შეინარჩუნა სტრიმინგის ეპოქაში გადასვლის პარალელურადაც.
როდესაც 2021 წელს Paramount-მა სტრიმინგის სერვისი Paramount+ დაიწყო, მიმართა Loyalkaspar-ს, ბრენდინგის და მარკეტინგის სააგენტოს, რომელიც მუშაობდა ბრენდის იდენტობაზე ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა Disney+ და Peacock. დიზაინერებმა შეინარჩუნეს Paramount-ის მთა და ვარსკვლავები, მაგრამ შეცვალეს ტექსტისა და ჩრდილების დახრილობა, ხოლო ლურჯის მეტად ღია ვარიანტი აირჩიეს. თუმცა Paramount-Skydance-ის ახალ ლოგოზე Loyalkaspar-ს არ უმუშავია.

კორპორაციული კონსოლიდაციის დიზაინის გვერდითი ეფექტები
არსებობს შანსი, რომ ახალი Paramount-Skydance ლოგო დროებითია. მედია კონგლომერატების შერწყმა მილიარდები ღირს, მაგრამ ახალი ვიზუალური იდენტობა ყოველთვის არ არის მთავარი საზრუნავი, როდესაც ორი კომპანია ერთიანდება. მითუმეტეს, ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
მაგალითად, როდესაც 2021 წელს Warner Bros. და Discovery გაერთიანდნენ, კომპანიამ ახალი ლოგო წარადგინა, რომელიც მხოლოდ 2 წლით გამოიყენებოდა. შემდეგ კი ბრენდის სრული განახლება შემოგვთავაზეს, რომელზეც მუშაობდა Chermayeff & Geismar & Haviv.
Paramount-Skydance-ის ვიზუალური იდენტობა შექმნილია ორი ლოგოს დიზაინის შერწყმით. მათგან ერთი მსოფლიო მასშტაბით არის ცნობილი, მეორე კი ნაკლებად. ეს ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია Paramount-ის კლასიკური ლოგოს სხვადასხვა ნაწილების ერთობლიობა.













