in

Paramount+-ს Showtime უერთდება და სახელის რებრენდინგს გვთავაზობს

Paramount Global კიდევ უფრო უახლოვდება თავისივე სტრიმინგ და კაბელურ სატელევიზიო ბიზნესს და Showtime TV-ს Paramount+-თან აერთიანებს. როგორც ინტეგრაციის ნაწილი, პრემიუმ საკაბელო ტელევიზიის ქსელი, რომელიც ცნობილია ისეთი შოუებით, როგორებიცაა Yellowjackets, Billions და Dexter, გადაიქცევა Paramount+ with Showtime-ად. სატელევიზიო არხზე ასევე იქნება კონტენტი Paramount+-დან, რომელიც ორიგინალ სერიებს გვთავაზობს…

მომხმარებლები კი Showtime-ის გამოწერას თანხის დამატებით თავიანთ ტელევიზორებში ჩვეულებრივ შეძლებენ. საინტერესოა ისიც, რომ ნოემბერში Paramount+-ს 46 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. მას შემდეგ კი კომპანიები მუშაობენ, რათა თავიანთ სტრიმინგ ბიზნესები მეტად მომგებიანი გახადონ, თანაც, კონკურენცია პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა და ახალი გამომწერების რიცხვიც შეამცირა…

გასულ წელს Netflix-მა მეტად იაფი, მაგრამ რეკლამებით სავსე ვარიანტი შემოგვთავაზა, Disney-მ კი მანამდე ისეთი სტრიმინგის ვარიანტები, როგორებიცაა Disney+, Hulu და ESPN+. ამასთან, რეკლამებიანი და უფრო ძვირი კონტენტიც წარმოგვიდგინა. Warner Bros. Discovery კი ხარჯების შემცირებას აპირებს და გეგმავს, გაზაფხულისთვის HBO Max-ისა და Discovery-ის დებიუტი შემოგვთავაზოს. 

ეს ახალი კომბინირებული შეთავაზება აჩვენებს, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი კონტენტის სრული კოლექცია მომხმარებლებთან უფრო სიღრმისეული კავშირის ჩამოსაყალიბებლად და როგორ შეგვიძლია ჩვენს პარტნიორებს უფრო მეტი ღირებულება შევთავაზოთ, — განმარტავს ბობ ბაკიში, Paramount-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი. 

 

თუ კევინ ბეკონს შეუძლია ელექტრო მანქანის მართვა, თქვენც მოახერხებთ

ბალახს სამშენებლო მასალად გამოიყენებენ — Plantd-ის გეგმები