in

პარაშუტისტი ცეცხლოვანი მზის ფონზე დააფიქსირეს — ისტორიული ფოტო

ასტროფოტოგრაფმა ენდრიუ მაკკარტიმ ზუსტად ის მომენტი დააფიქსირა, როცა ჩვენი ვარსკვლავი და სკაიდაივერი ერთ ხაზზე გასწორდნენ. შედეგად კი ცეცხლოვანი მზის ფონზე არსებულ ადამიანის სილუეტს ვხედავთ, რომელიც ერთი შეხედვით წარმოუდგენელ კადრს რეალობად აქცევს. ამას წინ დაგეგმვის მნიშვნელოვანი ფაზა უძღოდა, მზის კუთხის, პარაშუტით ხტომის პოზიციის, სიმაღლის, მიწამდე მანძილისა და ტელესკოპის დისტანციის გათვალისწინებას მოითხოვდა, თუმცა არც შედეგმა დააყოვნა: „ეს, შესაძლოა, ამგვარი პირველი ფოტო იყოს…“.

6 წარუმატებელი ცდის შემდეგ, არიზონელმა ფოტოგრაფმა, სკაიდაივერ და მუსიკოს გაბრიელ ბრაუნთან ერთად, ზუსტად ის გადაიღო, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. ეს ისტორიული ამბავი კი 8 ნოემბერს მოხდა — ბრაუნი 1070 მეტრის სიმაღლიდან პატარა პროპელერიანი თვითმფრინავიდან გადმოხტა.

ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ეს მოვახერხეთ, სწორი ლოკაცია, დრო, ვერტმფრენი და დისტანცია უნდა შეგვერჩია მკაფიო კადრისთვის, მზის კუთხე ოპტიმალურად უნდა განგვესაზღვრა და უსაფრთხო გასვლისთვის სწორი სიმაღლეც შეგვერჩია. შემდეგ კადრი უნდა გაგვესწორებინა და ნახტომის ზუსტი მომენტის კოორდინაცია გაგვეკეთებინა…, — განმარტავს ბრაუნი. 

თუ მაკკარტნის ისტორიას გადავხედავთ, ეს შედეგი საკმაოდ მოსალოდნელიც გახდება… თავისი საოცარი ასტროფოტოგრაფიითაა ცნობილი, რაშიც 2022 წელს მისი გადაღებული კორონალური მასის ამოფრქვევაც გვარწმუნებს:

პლანეტარულ მეცნიერ კონნორ მათერნთან თანამშრომლობით კი მთვარის ზედაპირიც შემოგვთავაზა დეტალური გამოსახულებით — ამ კადრის მისაღებად 2 წლის მანძილზე 200 000 ფოტოს გადაღება დასჭირდა:

წელს მზის აფეთქებებიც დააფიქსირა:

ხოლო უახლეს შედევრში წარმოუდგენელი რამ მოახერხა, მისი მეგობარი კამერიდან მხოლოდ 2 კილომეტრით იყო დაშორებული, რაც ძალიან ცოტა დროს ნიშნავს ამ საოცარი კადრის გადასაღებად. თუმცა ეს მაკკარტნია და ყველაფერს უნდა ველოდეთ…

ისწავლე AI-ის საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

როგორ შეცვალა NGS Group-ის ღონისძიებამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ხედვა