in

პარკი, რომელიც სოციალურ დისტანციას უზრუნველყოფს

ავსტრიულმა სტუდიამ “Precht” ცოტა ხნის წინ სოციალური დისტანციის იდეაზე თითის ანაბეჭდის ფორმის ლაბირინთის დიზაინი შექმნა. ესაა პარკი, რომელიც 90 სანტიმეტრიანი დაშორებებით მაქსიმალურად უზრუნველყოფს ადამიანებს შორის სოციალური დისტანციის დაცვას. პარკი იმგვარადაა დაპროექტებული, რომ ერდროულად მასში სეირნობა საკმაოდ ბევრ ადამიანს შეუძლია – თანაც უსაფრთხოდ. თითოეული გზა დაახლოებით 600 მეტრის სიგრძის იქნება და საბოლოოდ პარკის ცენტრში მდებარე შადრევანთან მიდის, შემდეგ კი ვიზიტორი უკან გაბრუნდება. თითოეულ გზას შესასვლელში ექნება “კარიბჭე”, რომლის ღია ან დახურული მდგომარეობა მიანიშნებს, ეს კონკრეტული “მარშრუტი” დაკავებულია თუ არა.

“პარკის დიზაინი შეიქმნა იმ პირობით, რომ ის იქნება უსაფრთხო ადგილი, სადაც ვიზიტორებს შორის სოციალური დისტანციის დაცვაა შესაძლებელი. პანდემიის შემდეგ კი პარკი იქნება ადგილი, სადაც ადამიანები ქალაქის ხმაურს გაექცევიან. მე ძალიან ბევრ ქალაქში მიცხოვრია, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ საზოგადოებაში მარტო. მგონი რომ, ეს პარკი სწორედ ამის თვალსაჩინოება იქნება. ვფიქრობ, პანდემიამ გვასწავლა, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ადგილი, რომლებსაც თავს შევაფარებთ, დავისვენებთ. ქალაქების ცენტრები უნდა გადაკეთდეს პარკებად, უნდა დაირგოს მცენარეები.. ბუნების სიმცირე ბევრი ურბანული სივრცისთვის პრობლემას წარმოადგენს და ვფიქრობ ეს პარკი ერთ-ერთი კარგი გამოსავალი იქნება,” – სტუდია Precht-ის დამფუძნებელი, კრის პრეხტი.

10 000 ლარი STOPCOV ფონდში – საქველმოქმედო საჭადრაკო მარათონი გაგრძელდება

Lions Live! – წელს, კანის ლომების ონლაინ აქტივობებზე მონაწილეობა უფასოდ შეგეძლებათ!