in

ParentGPT — ჩეტბოტი, რომელიც შვილებზე ზრუნვას გაგიმარტივებთ

Oath Care-ის პლატფორმა ორსულობის პერიოდიდან 5 წლამდე ოჯახების მხარდაჭერითაა ცნობილი, ახლა კი ისინი ParentGPT-ზე ალაპარაკდნენ. როგორც ამბობენ, ეს ჩეტბოტი მშობლებს მაღალი ხარისხის პასუხების მიღებაში დაეხმარება ისე, რომ ინტერნეტში ნანახი სხვა რჩევების მსგავსად, არ არჩიონ ტყუილია თუ მართალი მიღებული ინფორმაცია… 

აქ მშობლებს ნებისმიერი კითხვის დასმა შეუძლიათ, იქნება ეს ბუნებრივი კვება, დისციპლინა, განქორწინება თუ სხვა რამ. ისინი პასუხებს ჩვეულებრივ რამდენიმე წამში მიიღებენ. ParentGPT კი 30 სანდო წყაროს ეფუძნება, რომლებიც ყურადღებით შეირჩა ჯანდაცვის კომპანიის მიერ, მათ შორისაა American Academy of Pediatrics, National Institute of Child Health and Human Development (NICHD), National Health Service UK დაAmerican College of Obstetricians and Gynecologists.

ეს პროცესი მომხმარებელზე მეტად მორგებული რომ ყოფილიყო, აპლიკაცია გთავაზობთ ე. წ. საჭიროებების ბიბლიოთეკას, რომელიც ბავშვის ასაკზეა მორგებული. მშობლებს მნიშვნელოვან დისკუსიებში ჩართვის შესაძლებლობასაც აძლევს და ამასთან, შანსს, მიიღონ ინსაითები გამოცდილი ინდივიდებისგან, რომლებიც ანალოგიური გამოწვევების წინაშე იდგნენ. 

თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ParentGPT სამედიცინო რჩევების ჩამნაცვლებლად არ უნდა მიიჩნიოთ… ამ მხრივ, ჩეტბოტიც გვაზღვევს, მაგალითად თუ ეტყვით, რომ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, სამედიცინო დახმარების მიღებისკენ მიგითითებთ. საინტერესოა ისიც, რომ ჩეტბოტის თვეში ორჯერ გამოყენება უფასოა, ხოლო მას შემდეგ, რაც ლიმიტს მიაღწევთ, თქვენს კითხვებზე პასუხების გასაცემად ყოველთვიურად 5 დოლარის, ყოველწლიურად კი 48 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

15 AI ტერმინი, რომლებიც ყველა ბიზნესის ხელმძღვანელს უნდა ესმოდეს

როგორ დავამყაროთ მჭიდრო კონტაქტი თანამშრომლებსა და კომპანიის მიზანს შორის