Subaru-მ, 2019 წლის Subaru Forester-ის მხარდასაჭერად, სარეკლამო კამპანია დაიწყო. ბრენდმა, პირველსავე ვიდეორგოლში, აქცენტი მოდელის უსაფრთხოებაზე გააკეთა – სპეციალური ფუქნცია DriverFocus Alerts, მძღოლს, გზაზე დაბრკოლების შესახებ წინასწარ აფრთხილებს.
https://www.youtube.com/watch?v=h2MFzG5IM-c
„თინეიჯერი მძღოლის დედ-მამა, როგორც წესი, ყველაზე უარესს ფიქრობს, რაც კი შეიძლება ადამიანს საჭესთან დაემართოს. ამ რეკლამაში ნაჩვენებია ის უჩვეულო უბედური შემთხვევები, მშობლებს რომ შეუძლიათ წარმოიდგინონ. ასევე, საუბარია 2019 წლის Subaru Forester-ის ფუნქციაზე DriverFocus Alerts, რომელიც „გრძნობს“ მძღოლის უყურადღებობას და მოახლოებული დაბრკოლების შესახებ აფრთხილებს“ – ამბობენ Subaru-ს წარმომადგენლები.