in

Paris 2024-ის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებს ერთნაირი ლოგო ექნება!

თითოეული ეს სიმბოლო ასახავს ჩვენი იდენტობის ნაწილსა და ღირებულებებს. ამასთან, ისტორიაში პირველად ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისთვის ერთი და იგივე ლოგო გამოიყენება, — ვკითხულობთ Paris 2024-ის ვებგვერდზე, რომლის ლოგოც სამ ცალკეულ სიმბოლოს აერთიანებს: ოქროს მედალს, ალსა და მარიანას, საფრანგეთის ეროვნულ სიმბოლოს. 

BOG
BOG

რაც შეეხება უშუალოდ მარიანას ფიგურას, იგი საფრანგეთის რესპუბლიკის ოფიციალურ ლოგოში, სასამართლოების, სახელმწიფო ორგანოების თითქმის ყველა შენობასა და სხვა მრავალ ადგილზე გვხვდება, თუმცა მეტად დეტალური და ტრადიციული ვიზუალით… 

მეტიც, ახალ ლოგოს Paris 2024 Olympics-ის ვიზუალური იდენტობის გამჟღავნებაც მოჰყვა — მკვეთრი ხაზებისა და მარტივი გრაფიკული ფორმების გაერთიანება ბადის მსგავს სისტემას ქმნის, იმ Art Deco-ს სტილს წარმოადგენს, რომელიც აქამდე 1924 Olympics-ზეც ვნახეთ.

მთავარი ფერები კი შავი, თეთრი და ოქროსფერი იქნება, ხოლო დანარჩენი უფრო მეტად უკავშირდება საფრანგეთს და ამ ღონისძიების ენერგიასა თუ ენთუზიაზმს გამოხატავს…

ბავშვებმა მარცხის მიღება უნდა ისწავლონ — Hot Wheels-ის კამპანია

რატომ გვიძნელდება არასასურველი სამსახურის დატოვება?