in

Paris 2024-ის მედლები ეიფელის კოშკის რკინას შეიცავს

ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისთვის, რომელიც მიმდინარე წელს პარიზში ტარდება, დახვეწილი დიზაინის მედლები შეიმუშავეს. მასზე ფრანგულმა საიუველირო სახლმა, Chaumet-მა, იმუშავა — აქ პარიზის საკულტო სიმბოლო სპორტის ყველაზე სასურველ პრიზს ერწყმის…

BOG
BOG

პირველად ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ისტორიაში, მედლები ეიფელის კოშკის ორიგინალი რკინით იქმნება. უფრო დეტალურად, პერიოდულად, როდესაც კულტურული ძეგლის ცალკეული ნაწილების შეკეთება მიმდინარეობდა, მორჩენილ რკინას საგულდაგულოდ ინახავდნენ. ახლა კი მედლებისთვის მოპოვებული მასალის 18 გრამს იყენებენ.

რეალურად, Chaumet-მა „უბრალო ჯილდო“ მაღალი დონის სამკაულად აქცია — თითოეული მათგანის ცენტრში ეიფელის კოშკის რკინის ექვსკუთხა ნაჭერია მოთავსებული. „შაუმეს“ ტრადიციული მეთოდების გამოყენებით, ეიფელის კოშკის რკინა ე. წ. „კაუჭების“ მეშვეობითაა მედალში ჩასმული.

აქვე ამოტვიფრულია Paris 2024-ის ოლიმპიური თამაშების ემბლემა. ირგვლივ 3D ეფექტით განლაგებული „სხივები“ კი მეტ დინამიკურობას სძენს საერთო კომპოზიციას.

პარაოლიმპიური მედლები კიდევ უფრო ამდიდრებს კულტურულ ნარატივს — მის უკანა მხარეს ბრაილის შრიფტით Paris 2024-ის ჩატარების თარიღია ამოტვიფრული. ცხადია, მედლებთან ერთად, ლენტების დიზაინიც საგულდაგულოდ დაამუშავეს. მათზე ეიფელის კოშკის ჯვარედინი ორნამენტებია დატანილი.

Dakine – ჰავაის ტალღებში დაბადებული სათავგადასავლო აქსესუარები

უცხოპლანეტელებს შევამჩნევთ?! — მარტინ სკორსეზეს სახალისო ვიდეორგოლი