in

Paris 2024-ისთვის შექმნეს უნიფორმა, რომელიც ინფრაწითელ სხივებს ბლოკავს

იაპონელ სპორტსმენებს, რომლებიც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ, ახალი ტიპის სამოსი ექნებათ — ინფრაწითელი კამერების ჩამხშობი უნიფორმა. ის სპორტული ტანსაცმლის გიგანტმა, Mizuno-მ შეიმუშავა, Sumitomo Metal Mining-თან და Kyodo Printing-თან თანამშრომლობით. ერთობლივი ძალისხმევით მიიღეს მექანიზმი, რომელიც ინფრაწითელ სხივებს ბლოკავს.

M2
M2

ინიციატივა წარსული ინციდენტიდან წამოვიდა, როდესაც მამაკაცი ინფრაწითელი კამერით ცდილობდა სპორტსმენების სხეულის დანახვას. კერძოდ, 2021 წელს ჩიბას პრეფექტურაში 57 წლის მამაკაცი დააკავეს იმის გამო, რომ ფრენბურთელი ქალი ინფრაწითელი კამერით გადაიღო, შემდეგ კი ვიდეო პორნოგრაფიულ ვებგვერდზე გაყიდა.

მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, Mizuno-მ ისეთი ელემენტები გააერთიანა, რომლებიც ინფრაწითელ სხივებს შთანთქავს. შესაბამისად, ვეღარც უნიფორმაში „შეღწევას“ და მსგავსი ფოტოების გადაღებას შეძლებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ფუნქციაა სპორტსმენის კონფიდენციალურობის დაცვა, ტექნოლოგია ასევე ასახავს შესრულების პოტენციურ სარგებელს. სხეულის სითბოს უფრო ეფექტურად რეგულირებით, ქსოვილს შეუძლია, ხელი შეუწყოს კომფორტის გაუმჯობესებას და პოტენციურად გააძლიეროს სპორტსმენის შესაძლებლობები ცხელ ამინდში.

მასალას გამოიყენებენ სხვადასხვა სპორტულ სამოსში, მათ შორის სპორტულ ბიუსტჰალტერსა და საცურაო კოსტიუმებში, რაც უზრუნველყოფს სპორტსმენების ყოვლისმომცველ დაცვას სხვადასხვა დისციპლინებში.

გადაიხადე კვირას თიბისით და დაიბრუნე 10% მომენტალურად

ფესტივალი TELA 12-14 ივლისს ასურეთში გაიმართება