Paris 2024-ის დიზაინერთა გუნდმა ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების პოსტერი გამოაქვეყნა, რომელთა შთაგონებაც დასურათებული წიგნიდან მიიღეს, სახელწოდებით Where’s Waldo.
გასულ წლებში ოლიმპიური პლაკატები უფრო მეტად სიმარტივისკენ იყო მიმართული — ერთი მთავარო სიმბოლოთი და ღონისძიების თარიღებით. მაგალითად, რიოს 2016 წლის თამაშებზე პლაკატი მარტივი თეთრი ფონის, მინიმალური ტექსტისა და იმ წლის სამფეროვანი ლოგოსგან შედგებოდა. თუმცა ამჯერად ქანქარა საპირისპირო მიმართულებით გადატრიალდა. წლევანდელი დიზაინის ხელმძღვანელის, იოაჰიმ რონკინის თქმით, მის გუნდს ღონისძიების უნიკალური სიმდიდრისა და ამბიციის ასახვა უნდოდა. ამიტომაც მიიწვის ფრანგის დიზაინერი და ილუსტრატორი უგო გატონი.
„გატონის ნამუშევარი ძალიან მრავალფეროვანია — ბევრი ამბით თუ უამრავი სიმბოლოთი. მოცემულია საერთო სურათი, რომელშიც ბევრი მცირე დეტალი უნდა მოიძიოთ. სწორედ ამის გაკეთება მინდოდა, ერთ კომპოზიციაში მრავალი მოქმედება გაშლილიყო“, — განმარტავს რონსინი.
ასე მიიღეს პარიზის რთული, ფანტასტიკური ლანდშაფტი. ის სავსეა ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, მაყურებლებითა და სპორტსმენებით და გარშემორტყმული სენითა და ხმელთაშუა ზღვით. გატონის თქმით, ნამუშევარი 30 000 ან 40 000 ხელით დახატულ ფიგურას აერთიანებს. „მინდოდა, არა მხოლოდ კლასიკური პარიზი დამეხატა, რომელსაც შეჩვეული ვართ, არამედ რაღაც მაგიით ამევსო ის“.