in

Paris 2024-ის ვიზუალური იდენტობა ცნობილია

„ჩვენ ვართ პარიზი, ჩვენ ვართ ფრანგები — კულტურისა და მოდის ერი“

Paris 2024-ის ბრენდინგი უკვე საკულტო გახდა — მისმა სიმბოლომ „Marianne“, რომელიც ქალის ფიგურას ასახავს, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თაყვანისმცემლების ნაწილი მისით აღფრთოვანებულია, ზოგი კი „კარენს“ ადარებს.

ოლიმპიური თამაშების ბრენდინგის ფარგლებში, უკვე გამოქვეყნდა ინფორმაცია ვიზუალური იდენტობისა და პიქტოგრამების შესახებ. „თამაშების იმიჯი“, როგორც ბრენდის სისტემას უწოდებენ, შთაგონების წყაროს მოდაში, საკვებში, არქიტექტურასა და ისტორიაში პოულობს — და ზოგადად, პარიზულ სულში.

Paris 2024-ის სიმბოლოები, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, უფრო აბსტრაქტულია. თითოეული სპორტის სახეობა განსხავვებული სტილითაა წარმოდგენილი, აგებულია სიმეტრიის საფუძველზე — გამოსახულია სპორტის ამსახველი ობიექტები და კონკრეტული თამაშების სპეციფიკა. თანაც, ისტორიაში პირველად, ოლიმპიური და პარაოლიმპიური ლოგოები იდენტურია.

ჟული მატიხინი, Paris 2024-ის ბრენდინგის დირექტორი აღნიშნავს, რომ თამაშების ვიზუალური იდენტობა შეჯამებულია სიტყვების თამაშში: „Sous les pavés, les Jeux“, რაც ნიშნავს „თამაშები რიყის ქვების ქვეშ“. ფრაზა ეხმიანება პარიზში 1968 წლის სამოქალაქო დემონსტრაციების დროს ბევრ საპროტესტო აბრაზე გაკრულ სლოგანს: „Sous les pavés, la plage!“

რაც შეეხება „რიყის ქვებს“, მათ მთელ დიზაინ სისტემაში ვიხილავთ. მოსაპირკეთებელი ქვები საფრანგეთის ყველა ქალაქშია გაშლილი და მათი მარტივი ფორმები სხვადასხვაგვარი ნაგებობების შექმნის საშუალებას იძლევა. ხოლო ოლიმპიური თამაშების შემთხვევაში, არქიტექტურული ელემენტები ურთიერთშემცვლელი ბადეების სისტემას ქმნის, რომელიც შთაგონებულია არტ-დეკოს სტილით — ეს უკანასკნელი 1924 წლის პარიზის ოლიმპიადისთვის სახასიათო იყო.

ხოლო ფერთა პალიტრის კუთხით, Paris 2024-მა აირჩია იასამნისფრის, მწვანის, ვარდისფრის, ლურჯის, წითლის, თეთრის და ოქროსფრის პასტელური ტონები. როგორც აღნიშნავენ, ეს ოპტიმიზმისა და კეთილგანწყობის გრძნობის აღძვრისკენაა მიმართული. „ჩვენ ვართ პარიზი, ჩვენ ვართ ფრანგები — კულტურისა და მოდის ერი“, — განმარტავს მიტიხინი.

ვალენტინობა ახლოვდება – გააჩნია თუ არა საჩუქარს?

ახალი AI გენერატორი ნებისმიერ სტილის ვიდეოს ქმნის