პერის ჰილტონი ლოს-ანჯელესის მასშტაბით ვარდისფერ ბილბორდებზე გამოჩნდა, ხელში ვარდისფერი ტელეფონი უჭირავს და ურთიერთობების მხრივ იმედგაცრუებულ ხალხს მითითებულ ცხელ ხაზზე დარეკვას მოუწოდებს.
ჰილტონის საკულტო სლოგანით — That’s hot — შთაგონებულ დახმარების ცხელ ხაზზე ვინც დარეკავს, ვარსკვლავისგან რჩევებს მიიღებს წარუმატებელი ურთიერთობის დავიწყების ხელშესაწყობად.
ბილბორდები შექმნილია თავად პარის ჰილტონისა და 11:11 Media-ს მიერ. ეს არის ერთგვარი კამანია, რომლითაც მომავალი სინგლის პოპულარიზაცია ხდება. მუსიკა, რომლის თანაავტორია პოპ სენსაცია მეგან ტრეინორი, 26 ივლისს გამოვა. 6 სექტემბერს კი ჰილტონის ახალ, რიგით მეორე ალბომს ვიხილავთ.
კამპანია მიზნად ისახავს, თაყვანისმცემლებს გააგებინოს სიმღერის ამაღელვებელი და გამაძლიერებელი გზავნილის შესახებ და დაეხმაროს მათ იპოვონ სიყვარული არაჯანსაღი ურთიერთობების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ჰილტონს ფოტოებზე ხელში უჭირავს ახალი ვარდისფერი Motorola Razr, როგორც ვარსკვლავსა და ბრენდს შორის ათწლეულების განმავლობაში პარტნიორობის ნიშანი.