როგორც იცით, მომავალ წელს ოლიმპიური თამაშები პარიზში იმართება, სადაც ათასობით სპორტსმენი მოიყრის თავს პირველობის მოსაპოვებლად. საფრანგეთის წარმომადგენლებმა კი გადაწყვიტეს, რომ შუა ზაფხულში სიგრილის შესანარჩუნებლად მდგრად ალტერნატივებზე გაეკთებინათ არჩევანი — ამ შემთხვევაში, ტექნოლოგიაზე, რომელიც ლუვრის გასაგრილებლად გამოიყენება.
უფრო კონკრეტულად, იატაკქვეშა გაგრილების, გეოთერმული სისტემა შიდა ტემპერატურას 23°C-დან 26°C-მდე ინტერვალში აბალანსებს. Associated Press-ის თანახმად, მთელი ტერიტორიის გაგრილებას 90 კილომეტრამდე სიგრძის მილები დასჭირდება, რომლებშიც ცივი წყალი გაედინება — საბედნიეროდ, სოფელი მდინარე სენას მახლობლად მდებარეობს და არც ისე რთული იქნება საკმარისი წყლით უზრუნველყოფა. ამავდროულად, შენობაში დამატებითი საიზოლაციო საშუალება ჩაშენდება, რათა ღამის ტემპერატურამ გავლენა არ იქონიოს.
პარიზის მერი, ანა ჰიდალგო, ირწმუნება, რომ ეს ეკოლოგიურად სუფთა მეთოდი ოლიმპიური თამაშების პერიოდში ნახშირბადის ემისიების გამოყოფას 45%-ით შეამცირებს. მისივე თქმით, ქალაქის წარმომადგენლებს სურთ, მომავალი ღონისძიება სამაგალითო იყოს გარემოსდაცვითი სამუშაოების თვალსაზრისით.