23
Jan
2019

პარიზულ სახლში მე-17 საუკუნის ნახატი იპოვეს

23 Jan 2019

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2017 წელს, მოდის სახლ Oscar de la Renta-ს დირექტორმა, ალექს ბოლენმა, ახალი ბუტიკისთვის პარიზში შენობა იპოვა. ამის შესახებ The New York Times წერს. ეს იყო მე-19 საუკუნის შენობა მარინიანის ქუჩაზე. ალექსს სურდა, ორი სართული ერთ სივრცედ გარდაექმნა და შეკიდული ჭერის დემონტაჟი დაიწყო. რემონტისას შენიშნეს, რომ განახლებული კედლების შიგნით, 3×6 მეტრი ზომების ნახატი იყო, ზეთის საღებავებით ნამუშევარი.  ნახატი მე-17 საუკუნით თარიღდება და ცხენოსნების იერუსალიმში შესვლას ასახავს. როგორც რესტავრაციის სპეციალისტი ბენუა ჟანსო აღნიშნავს, ნამუშევარი განსაკუთრებულია მისი ისტორიული, ესთეტიკური და მასშტაბური თვალსაზრისით. ტილო კედელზეა მჭიდროდ მიმაგრებული, ამდენად, მისი მოხსნა შეუძლებელია.

აღმოჩენის შესაფასებლად, ხელოვნებათმცოდნე სტეფან პინტი მიიწვიეს, რომლის აზრითაც ნახატი 1674 წელს მხატვარმა არნო დე ვუეზმა შექმნა. არნო ვერსალის შემქმნელის, ლუდოვიკ XIV-ს კარის მხატვრის, შარლ ლერენის შეგირდი იყო. დე ვუეზი მეფის მიერ აკრძლულ დუელებში მონაწილეობდა, რის გამოც საფრანგეთი დაუტოვებია და კონსტანტინეპოლში გადასულა. სურათზე კი მას საფრანგეთის ელჩი შარლ ოლივიე დე ნუანტელი და მისი თანმხლები სამეფო კარის წარმომადგენლები გამოუსახავს.

“ოსკარ დე ლა რენტამ” ნახატის რესტავრაცია თავის თავზე აიღო. რესტავრაცია 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და სავარაუდოდ, 2019 წლის მაისში დამთავრდება.

განხილვა