in

ნახეთ: პარიზის დიზაინის კვირეულზე წარმოდგენილი რჩეული მოწყობილობები

ღონისძიებას 1476 მონაწილე და 80 000-ზე მეტი პირი ესწრებოდა

გასულ წელს გლობალური პანდემიის გამო Maison & Objet იძულებული გახდა, სავაჭრო გამოფენა ონლაინ რეჟიმში ჩაეტარებინა. ახლა კი ჩვეულ, ფიზიკურ სივრცეს დაუბრუნდა. ღონისძიებას უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა – 1476 მონაწილე და 80 000-ზე მეტი დამსწრე ერთად შეიკრიბა. თავის მხრივ, ღონისძიება დიზაინის ინდუსტრიის წინსვლას და ბიზნესის აყვავებას ემსახურება.

სტატიაში კი რამდენიმე საუკეთესო ნიმუშია მოცემული, რომელიც ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი.

ვინტაჟის სტილით შთაგონებული Bluetooth რადიო

შეიძლება ითქვას, რომ რეტრო დაბრუნდა. ფრანგული კომპანია შთაგონებად 60-70-იანი წლების ვინტაჟურ რადიოებს იღებს და მათ უფრო თანამედროვე დეტალებით ამკობს, როგორიცაა უკეთესი დინამიკები და Bluetooth ფუნქცია.

სადილის ნაკრები

Pascal გლუვი, მრავალმხრივი ლანჩის ყუთია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ, ყველგან და ყოველთვის მიირთვათ. იგი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული – მას 3 კონტეინერი და დანა-ჩანგლის ნაკრები მოჰყვება.

დანის ასალესი მოწყობილობა

დანის ასალესი მოწყობილობა Horl იდეალურია სრულყოფილი დანებისთვის. მის მიერ დამუშავებული დანა კარგია როგორც ექსპერტებისთვის, ისე ნებისმიერი დიასახლისისთვის. მოწყობილობას ცილინდრზე დამონტაჟებული სათლელი ქვა აქვს. და ერთადერთი რაც გევალებათ, დანის მაგნიტურ მოწყობილობაზე მოთავსება და რამდენჯერმე გადატრიალებაა.

Wunderkey – გასაღებების ორგანაიზერი

Wunderkey კომპაქტური და მოსახერხებელი მოწყობილობაა – მისი მეშვეობით, ჯიბეში თუ ჩანთაში გასაღებები აღარ მიმოიფანტება და ყველაფერი ერთად გექნებათ თავმოყრილი. Wunderkey-ს დიზაინი უზრუნველყოფს, რომ გასაღებების ხმაურმაც კი არ შეგაწუხოთ და თავი უხერხულად არ იგრძნოთ.

მცენარეებისთვის განკუთვნილი თარო

Prêt à Pousser-მა თავისი Nano Garden მეტად მოდულური და სახლისთვის შესაფერისი გახადა. ნაცვლად ინდივიდუალური ქოთნებისა, ახლა შესაძლებლობა გექნებათ, რამდენიმე მოდული ერთდროულად აირჩიოთ – შესაბამისად, სახლის ბაღს უფრო მრავალფეროვანს გახდით. ამასთან, მოწყობილობას გააჩნია როგორც მორწყვის ფუნქცია, ისე მზის სიმულაციური ნათურა, რომელიც თქვენს მცენარეს კვებავს.

Kreafunk Bluetooth დინამიკები

საოცრად თანამედროვე დანიური დიზაინით შექმნილი Kreafunk დინამიკები ისეთივე ლამაზად გამოიყურება, როგორი ჟღერადობაც აქვს. მისი დიზაინი ჰარმონიულად ერწყმის სახლის დეკორაციას, რასაც ლითონის, პლასტმასის, ქსოვილისა და ტყავის გამოყენება უზრუნველყოფს. ილუსტრაციაზე წარმოდგენილია დინამიკი aCOUSTIC – საკმაოდ მიმზიდველი და უკაბელო მოწყობილობა, რომელიც 30 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს მუსიკის მოსმენას. ამასთან, დინამიკს მოჰყვება სახელური და შესაბამისად, შეგიძლიათ, ნებისმიერ ადგილას თან ატაროთ.

Lexon Oblio – უკაბელო დამტენი + ულტრაიისფერი სადეზინფექციო საშუალება

მობილური ტელეფონის Lexon Oblio-ში მოთავსების შემდეგ, იგი დაუყოვნებლივ დაიწყებს მის დეზინფექციას და უკაბელო დამუხტვას. უკანა მხარეს არსებული 3 ვატიანი უკაბელო დამტენი თქვენს სმარტფონს სულ რაღაც 20 წუთში დატენის. ეს საკმარისი დროა იმისათვის, რომ წინა ულტრაიისფერი ნათურა ტელეფონის ეკრანს სტერილიზაცია ჩაუტარდეს. გარდა იმისა, რომ მოწყობილობა ყვავილის ქოთანს მოგვაგონებს, იგი საკმაოდ “ოსტატურად” მალავს თქვენს ტელეფონს.

Kikkerland Crab Multitool

კიბოსნაირთა უმეტესობა ზღვაში ცხოვრობს, ზოგი – სამზარეულოში… Kikkerland Crab Multitool ნამდვილად ამ უკანასკნელ სივრცეს ეკუთვნის – მას 6 მრავალმხრივი იარაღი მოჰყვება, მათ შორის მაკრატელი, ბოთლის გამხსნელი, ქილის გამხსნელი, მინი დანა და ხერხი. ასე რომ, ამ მოწყობილობის სამზარეულოში არსებობა ნამდვილად ძალიან ბევრ საქმეს გაგიადვილებთ.

თინათინ რუხაძის გზა წარმატებისკენ – შოტლანდიური პრემიუმ ვისკის, Glenfiddich-ის კამპანია WHERE NEXT

Mindfulness – ახალი ეპოქის აკვიატება თუ მეცნიერული გადაწყვეტა?