26
Sep
2016

პარიზული ზღაპარი – რიგითი მოქალაქისა და ტურისტის თვალით დანახული საოცარი ქალაქი

26 Sep 2016

Elit Electronics


მიუხედავად იმისა, რომ პარიზი მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ლამაზ, საინტერესო და რომანტიკულ ქალაქად არის აღიარებული, მასაც კი სჭირდება კარგი რეკლამა. ვინ შეიძლება წარმოადგინოს საოცარი პარიზის ღირსებები, თუ არა ლეგენდარულმა კარლ ლაგერფილდმა, დევიდ გუეტამ და რა თქმა უნდა, ფრანგული სამზარეულოს ნამდვილმა მეფემ ალენ დუკასმა.

ისტორია, კულტურა, ლიტერატურა, ხელოვნება, მუსიკა, არქიტექტურა, მოდა, გართობა – ამ ყველაფერმა საფრანგეთის ულამაზეს დედაქალაქში მოიყარა თავი. ეს არის ქალაქი, რომელიც ნებისმიერ მნახველს მოაჯადოვებს და მასზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს. თუმცა, მხოლოდ სიტყვები მის აღსაწერად საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ გაუჩნდა ქალაქის მერს, ანი იდალგოს მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლის შექმნის იდეა. რგოლის მთავარი მიზანი პარიზის სხვადასხვა კუთხით წარმოჩენაა.

ნახეთ, როგორია რიგითი პარიზელისა და ტურისტის თვალით დანახული საფრანგეთის ულამაზესი დედაქალაქი.

 

ერთისთვის ახალი აღმოჩენები, მეორესთვის კი ძველი, ნაცნობი, მაგრამ საყვარელი ადგილები. პარიზზე გადაღებული ვიდეორგოლი ისეთივე ლამაზი და მრავალფეროვანია, როგორც თავად ადგილი. კონტრასტი ორი სხვადასხვა თვალით აღქმულ ადგილთან დაკავშირებით ნამდვილად მომაჯადოვებელია. აქ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია გახდეს ნამდვილი პარიზელი, თუნდაც, მხოლოდ რამდენიმე დღით. მიღებული ემოციები და შთაბეჭდილებები კი ცხოვრების ბოლომდე დარჩება.

განხილვა