in

“პარკ ჰოუმ საბურთალოზე” – ახალი პროექტი ანაგი დეველოპმენტისგან

სახლი არაა ადგილი, სადაც მხოლოდ გვძინავს. ის ჩვენი იდენტობის ნაწილია, რომელიც ჩვენთან ერთად ვითარდება, იხვეწება, ხდება ჩვენი ბედნიერებისა თუ წარუმატებლობის მოზიარე, რომლის კედლებიც ჩვენი მთელი ცხოვრების მატიანეა.

პანდემიამ, რომელიც საქართველოს მთელი სიძლიერით გაზაფხულზე დაატყდა თავს, ყველა შინ გამოგვკეტა. მან დროებით დაგვაშორა მეგობრებს, ოჯახის წევრებს, შეგვაწყვეტინა ვარჯიში, მუშაობა, კაფეებსა თუ რესტორნებში, ბარებსა თუ აუზებზე სიარული, შეუძლებელი გახადა პირბადის გარეშე მწვანე ბუნებით ტკბობა, თუმცა, მეორე მხრივ, სახლის მნიშვნელობა გადაგვაფასებინა და მიგვახვედრა, რომ ჩვენი საცხოვრებლები ყველა მოსალოდნელი სიტუაციისთვის უნდა შევამზადოთ, მათში მაქსიმალური კომფორტი უნდა მოვიწყოთ.

სწორედ ასეთ ფონზე კომპანია „ანაგი დეველოპმენტი“ თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე ახალ, პრემიუმ კლასის საოჯახო საცხოვრებელ კომპლექსს – „პარკ ჰოუმს საბურთალოზე“ აშენებს. ამ პროექტის თითოეული დეტალი მომხმარებლის კომფორტზე, კმაყოფილებასა და სიამოვნებაზეა გათვლილი და აქ თავს მუდამ დაცულად და ბედნიერად იგრძნობთ.

„პარკ ჰოუმ საბურთალოზე“ თავისი უნიკალური არქიტექტურით თბილისის ყველა შენობისგან გამოირჩევა. მისი დახვეწილი კონცეფცია ერთმანეთში აერთიანებს ტრადიციულ და თანამედროვე ელემენტებს, განასახიერებს იმას, რითიც ხასიათდება თავად თბილისი-ისტორიული ძეგლებით სავსე ქალაქი, რომელიც ფეხს მუდამ უწყობს აწმყოს. სწორედ ასეთია “პარკ ჰოუმ საბურთალოზე” საცხოვრებელი კომპლექსი – მისი დახვეწილი კონტურები იდეალურად ერგება თბილისურ ლანდშაფტს. მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური ამერიკული, ევროპული და იაპონური წარმოების სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალებისგან აგებული ეს შენობა მისი მაცხოვრებლების ქალაქის ცენტრის აქტიურ სამუშაო რეჟიმში ჩართვასაც უზრუნველყოფს და ამავე დროს, მათ მშვიდ და ჰარმონიულ გარემოს უქმნის, რაც ასეთი საოცნებოა ხმაურიან, დაძაბულ ქალაქში.

„ანაგი დეველოპმენტის“ ახალი პროექტი 6754 კვადრატული მეტრის ფართობის სივრცეში აერთიანებს ყველაფერს, რის მნიშვნელობაზეც ასე აგვიხილა თვალი პანდემიამ – ვრცელი სარეკრეაციო სივრცე და ეზო, კაფეები, მაღაზიები თუ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. ეს კი იმას ნიშნვს, რომ „პარკ ჰოუმის“ მომავალ რეზიდენტებს საკუთარი კომფორტის ზონიდან გაუსვლელად შეეძლებათ გართობა, ვარჯიში თუ ბუნებით ტკბობა. რაც მთავარია, მისი მწვანე ზონა უზარმაზარია – მისი შიდა სარეკრეაციო ზონისა და კომპლექსის წინ მდებარე პარკის საერთო ფართობი 6000 კვადრატულ მეტრამდეა, ამ გამწვანებულ, ჯანსაღ, სუფთა მწვანე გარემოში ყოფნისას კომპლექსის მაცხოვრებლები თავს არა თბილისის ცენტრში, არამედ ბუნებაში იგრძნობენ, რაც ქალაქში მცხოვრებთათვის  ნამდვილი ფუფუნებაა და მისი მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში დადებით ენერგეტიკას შეიტანს.

„პარკ ჰოუმ საბურთალოს“ მცხოვრები ოჯახების ნებისმიერ წევრს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილოს. პატარებისა და მოზარდებისთვის კომპლექსის ეზოში სტადიონი განთავსდება სათამაშო სივრცესთან ერთად, სადაც მათ სრულიად დაცულ, სუფთა გარემოში შეეძლებათ გართობა და ბავშვობის ფერადი მოგონებების შექმნა თანატოლებთან ერთად.

„პარკ ჰოუმ საბურთალოს“  პროექტი არც მათ მშობლებსა და ოჯახის სხვა, ზრდასრულ წევრებს ივიწყებს – ფიტნეს ცენტრი და 25 მეტრიანი აუზი ცალკე აღნიშვნას იმსახურებს. ეს სივრცეები თავიანთი მულტფინქუციურობის გარდა, საოცარი დახვეწილობითაც გამოირჩევა და აქ ყოფნა ესთეტიური სილამაზით ტკბობის საშუალებასაც მისცემს მაცხოვრებლებს. აქვე მდებარეობს საბავშვო აუზიც, რომლის საშუალებითაც ოჯახის ყველა წევრს შეეძლება დროის ერთად გატარების შესაძლებლობა.

ბინის შეძენისას აუცილებელ გასათვალისწინებელ კრიტერიუმებში საცხოვრებელი კომპლექსის გამართულობა და დაცულობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. „პარკ ჰოუმ საბურთალოზე“ აღჭურვილია ბელგიური და გერმანული წარმოების კვამლგამწოვი ვენტილაციის სისტემით. კიბის უჯრედსა და ლიფტების შახტებში ჰაერის დაწნეხვის სისტემით, ხანძარმედეგი კარით, კვამლისა და ცეცხლის აღმომჩენი სიგნალიზაციის სისტემით, ხანძარქრობის საშხაპე სისტემითა და სახანძრო ჰიდრანტებით. „პარკ ჰოუმ საბურთალოს“ წყლის რეზერვუარი უზრუნველყოფს ავტოსაშხეფი და სახანძრო ჰიდრანტების მომარაგებას ექსტრემალურ ვითარებაში, მისი გენერატორის წყალობით კი ცენტრალური ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, სასმელი წყლის ტუმბოები, ლიფტები, პარკინგი, კორიდორები, საევაკუაციო და ავარიული განათებები შეუფერხებლად განაგრძობენ ფუნქციონირებას.

„ანაგი დეველოპმენტის“ ამ უნიკალურ კომპლექსში მყიდველებს ბინები ჩაბარდებათ სრულიად გარემონტებული – მეტიც, თითოეული ბინა მოწყობილია სამზარეულოს ავეჯითა და ტექნიკით. „პარკ ჰოუმ საბურთალოში“ ბინების ფართობი 42,6-დან 142,8 კვადრატულ მეტრს შორის მერყეობს. კომპლექსი 29 სართულიანია. შენობის 1-3 სართულებზე კომერციული ფართები იქნება განთავსებული, 4-7 სართულებზე კი საოფისე ფართები. 210 ბინა მერვე სართულიდან 29-ს ჩათვლით განთავსდება, რაც თითოეულ მათგანს საუცხოო ხედით უზრუნველყოფს.

ამ მწვანე, გემოვნებიანი საცხოვრებელი კომპლექსის ინტერიერის დიზაინის სიტყვებით აღწერა, ისევე, როგორც მისი სრული ეფექტის ვიზუალურად, ფოტოებიდან აღქმა საკმაოდ რთულია. შენობის ინტერიერს ახალისებს მცენარეების სიუხვე, თითოეული ბინა მოწყობილია ზრუნვითა და სიყვარულით,  ვიტრაჟებით, ევროპული წარმოების ლამინატით, თაბაშირ-მუყაოს  ჭერით. ბინებიდან ქალაქის თვალწარმტაცი, ჯადოსნური ხედი იშლება, რომლით დატკბობა მაცხოვრებლებს შეეძლებათ როგორც ვიტრაჟებიდან, ასევე აივნებიდან. ამ აივნებზე, რომელიც ყველა ბინას აქვს, თბილი თბილისური საღამოების გატარება წარმოუდგენელი სიამოვნების მომნიჭებელი იქნება.

„პარკ ჰოუმ საბურთალოზე“ წინასწარი გაყიდვები დაიწყო. საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენის შემთხვევაში მომხმარებლები ისარგებლებენ სპეციალური 15%-მდე ფასდაკლებით. რაც მთავარია, ბინის შეძენა შესაძლებელია  30 თვიანი შიდა,უპროცენტო განვადებით. პირველადი შენატანი შეადგენს ბინის ღირებულების მხოლოდ 20%-ს, 30% ნაწილდება 30 თვეზე, ხოლო დანარჩენი 50%-ის გადახდა ბინის შემძენებს შეუძლიათ 30-ე თვეს, კომპლექსის დასრულების შემდეგ.

საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2023 წლის ივლისში სრულდება.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ანაგი, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, 31- წლიანი გამოცდილების მქონეა  და საიმედო პარტნიორს წარმოადგენს. “ანაგთან” თანამშრომლობა როგორც ხარისხის, ასევე სამშენებლო სამუშაოების დათქმულ ვადებში დასრულების გარანტია, რაც ბინის მომავალ მფლობელებს შენაძენის უსაფრთხოებასა და მაღალ ხარისხში არწმუნებს.

[R]

ჰარვარდის ლექტორი: “მომავალში, უნარ-ჩვევებზე მეტად აზროვნების სტილი წაგწევთ წინ”

თქვენს მუსიკალურ გემოვნებას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ბოტი განსჯის