in

სასტუმრო პარკ ჰოტელი Tripadvisor 2023 Traveler’s Choice Award -ის გამარჯვებულია

Traveler’s Choice Award  პრესტიჟული ჯილდოა, რომლითაც საერთაშორისო ტურისტული პლატფორმა Tripadvisor-ი მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროების მხოლოდ 10%-ს გადასცემს, რომლებსაც რეკომენდაციას მილიონობით მოგზაური უწევს. აღნიშნული ჯილდოს მოპოვება ბრენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, რომელსაც საფუძვლად მაღალი სტანდარტის მომსახურება  უდევს.

თანამედროვე დიზაინის პრინციპების ორიგინალური შეხამება სილქ ჰოსფითალითის ხელწერაა, რომლითაც შექმნილია წინანდლის ისტორიული მამული და პარკ ჰოტელი, რომელიც 72 ინდუსტრიალური დიზაინის ოთახს მოიცავს.

პარკ ჰოტელის წარმატება და მაღალი ხარისხის მომსახურება მრავალწლიან გამოცდილებაზეა დაფუძნებული – სილქ ჰოსფითალითი წარმატებით მართავს მაღალი დონის სასტუმროებსა და საცხოვრებელ კომპლექსებს, ცნობილ რესტორნებსა და გასართობ ობიექტებს.

პარკ ჰოტელი განთავსებულია წინანდლის უძველეს მამულში და აერთიანებს 18 ჰექტრიან უნიკალურ  ბაღს, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმსა და წინანდლის განთქმულ ვენახებს, სადაც ვაზის ენდემურ, ქართულ ჯიშებთან ერთად, პინო ნუარსაც აღმოაჩენთ.

წინანდლის მამული ცნობილია ღონისძიებებით მთელი წლის განმავლობაში. მათ შორის გამორჩეულია წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელსაც მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან სტუმრობენ. პარკ ჰოტელის ოთახების დიზაინი საგანგებოდ შეიქმნა შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, წინანდლის მუსიკალურ ფესტივალზე მოწვეული მუსიკოსებისთვის. პარკ ჰოტელის ოთახების დიზაინი ქმნის კონცეპტუალურ, სახელოვნებო სივრცეს.

[R]

Lego-მ რეალური ქალი სპორტსმენების ფიგურები შექმნა

რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით, „დიჯიტალ ტვ“ განვითარებას აგრძელებს