in

სასტუმრო „პარკ ჰოტელი“ Welcome to Georgia!-ს Best Value for Money Accommodation გამარჯვებულია

11 ივნისს „შატო მუხრანმა“ ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეცხრე საიუბილეო ცერემონიას უმასპინძლა, სადაც სილქ ჰოსფითალითის სასტუმრო „პარკ ჰოტელმა“ Best Value for Money Accommodation ჯილდო მოიპოვა. 

„პარკ ჰოტელი“ სილქ ჰოსფითალითიში შემავალი სასტუმროა, რომელიც სტუმრებს 2019 წლიდან მასპინძლობს. 2017 წლიდან მოყოლებული ამავე კომპანიაში შემავალ სასტუმროებს კი (Radisson Blu Tbilisi, Tsinandali – A Radisson Collection Hotel, Radisson Blu Batumi) Welcome to Georgia!-ს სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული. 

„პარკ ჰოტელი“, რომელიც 72 ინდუსტრიული დიზაინის ოთახს მოიცავს და თანამედროვე დიზაინის პრინციპების ორიგინალური შეხამებაა, განთავსებულია წინანდლის უძველეს მამულში და აერთიანებს 18-ჰექტრიან უნიკალურ ბაღს, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმსა და წინანდლის განთქმულ ვენახებს, სადაც ვაზის ენდემურ, ქართულ ჯიშებთან ერთად, პინო ნუარსაც აღმოაჩენთ.

პარკ ჰოტელის წარმატება და მაღალი ხარისხის მომსახურება მრავალწლიან გამოცდილებაზეა დაფუძნებული – სილქ ჰოსფითალითი წარმატებით მართავს მაღალი დონის სასტუმროებსა და საცხოვრებელ კომპლექსებს, ცნობილ რესტორნებსა და გასართობ ობიექტებს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს სასტუმრო „პარკ ჰოტელი“ Tripadvisor Traveler’s Choice Awards-ის გამარჯვებული გახდა. 2024 წელს კი კიდევ ერთი ჯილდო შეემატა სასტუმრო „პარკ ჰოტელის“ გუნდს.

[R]

აქციეთ ტექსტი ვიდეოდ რამდენიმე წამში Katalist-ის დახმარებით — გაიცანით 500 Global in Eurasia-ს მონაწილე სტარტაპი

VELI.store – პირველი ქართული კომპანია “Worldef Istanbul 2024”-ზე