in

რას სთავაზობს მომხმარებელს პარკეტი N1-ის მაღაზია – შოურუმი?

პარკეტი N1-ის მაღაზია – შოურუმი თბილისში [მტკვრის მარცხენა სანაპირო N101]  მდებარეობს.  კომპპანია, მომხმარებელს, სხვადასხვა ხისგან დამზადებულ პარკეტის მასალებს, მასთან დაკავშირებულ მომსახურებას და საღებავებს სთავაზობს.

BOG
BOG

გრიშა გედენიძე: პარკეტი N1, დაახლოებით, 3 წლის წინ გაიხსნა. ჩვენთან წარმოდგენილია: უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიებით დამუშავებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გამომშრალი და გამოხარშული, ტენიანობის რეჟიმის სრული დაცვით დამზადებული სხვადასხვა სახეობის ხისგან, მასიური, ორ თუ სამშრიანი პარკეტის მასალები, მხატვრული და გეომეტრიული ნიმუშები. ჩვენ წარმატებულად ვთანამშრომლობთ საქართველოს წამყვან დიზაინერებთან, გვითანამშრომლია არაერთ საჯარო უწყების, თუ კერძო ბიზნესის წარმომადგენელთან: საჯარო ბიბლიოთეკა, პარლამენტი, სასტუმროები, ბარები, რესტორნები და ა.შ.“.

გრიშა გედენიძე ამბობს, რომ პარკეტი N1-ში გეომეტრიული და მხატვრული პარკეტის ყველა ის სახეობაა, რისი ნახვაც საქართველოში, ერთ სივრცეში, ძალიან იშვიათია.

„ჩვენთან ხელმისაწვდომია იატაკის მოწყობისთვის საჭირო ყველა მასალა თუ აპარატი: ფანერა, რომელიც დროთა განმავლობაში არ დაიშლება, დაჭრილი სასურველ ზომაზე; წებო, რომელიც მუშაობს ძლიერ დატვირთვაზე, აქვს სპეციალური გამაძლიერებელი კომპონენტი; ლაქ – საღებავები, რომელიც მუშაობს მაღალ ცვეთაზე, არის ეკოლოგიურად სუფთა ევროპის წამყვან ქვეყნებში წარმოებული; პარკეტი, იდეალური გეომეტრიით, დამუშავებული მაღალი დონის ტექნოლოგიებით. ასევე, რაც მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, სასურველი გეომეტრიის, ეფექტის და ფერის არჩევანი; პლინტუსი, ასევე დიდი არჩევანი გვაქვს ზომის, ეფექტის და ფერის; მოხვეწა (ე.წ. ციკლოვკა) გერმანული აპარატებით, რომელიც იატაკის ზედაპირს ასწორებს იდეალურად, გამოყოფს მინიმალური მტვერი, რომელიც გარემოს სრულიად არ აზიანებს. ამ დროს მუშაობს რამოდენიმე გერმანული აპარატი იდეალური შედეგის მისაღებად – ჯერ აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს უსწორმასწორო ზედაპირის გასწორებას, თუ ძველი იატაკის მოხვეწა კეთდება, ძველი ლაქის ფენების მოხსნას. შემდეგ ხდება კუთხეების დამუშავება სპეციალური აპარატით, რომელიც ყველაზე მიუდგომელ ადგილსაც კი წვდება, ბოლოს კი სრულდება სამ დისკიანი აპარატით, ის ზედაპირს ასწორებს იდეალურად ყოველგვარი ფხაჭებისა და დეფექტების გარეშე, რაც ლაქის წასმის შემდეგ თვალსაჩინო იქნება“, – ამბობს გრიშა გედენიძე.

მისივე თქმით, პარკეტი N1-ის პროდუქცია გათვლილია ყველა სეგმენტისთვის – აქვთ როგორც  დაბალი, ისე მაღალფასიანი მასალები. ამბობს, რომ ფასის სხვაობა არ განაპირობებს მასალის ხარისხს, დამუშავების ტექნოლოგიას, შრობასა და გამოხარშვას, ფასის სხვაობას მხოლოდ პარკეტის ზომა და ეფექტის კლასი განსაზღვრავს.

„პარკეტი N1-ის პროდუქცია გამორჩეულია, რა თქმა უნდა, ხარისხით, არჩევანით და ეფექტით. ჩვენს შოურუმში წარმოდგენილი მასალები ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პარკეტის წყობებია: ფრანგული ნაძვი, ინგლისური ნაძვი, გემბანური წყობა, ასევე ყველაზე იშვიათი და ორიგინალური მხატვრული თუ გეომეტრიული ნიმუშები. მაგალითად, განვიხილოთ მუხის პარკეტი – ის ერთ-ერთი ყველაზე მკვრივი მასალაა, რომელიც ძლიერი დატვირთვის პირობებშიც კი იდეალურ მდგომარეობას ინარჩუნებს, არის იდეალური გეომეტრიის, აქვს 6 ეფექტის კლასი, 30-მდე ზომის არჩევანი, დამუშავებულია დადგენილი სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით. ეს ჩამონათვალი და დახასიათება არ ვრცელდება მხოლოდ მუხის პარკეტზე. ყველა სხვა მასალა ასეთივე მრავალფეროვანია, ეფექტის კლასის, თუ ზომის მიხედვით“, – ამბობს გრიშა გედენიძე.

მისივე თქმით, პარკეტი N1, მომხმარებელს, უმაღლესი ხარისხის მასალების გარდა, ძალიან კომფორტულ, სრულ მომსახურებას სთავაზობს.

„მას არ უწევს მასალისა თუ ხელოსნის ცალ-ცალკე ძებნა. ადგილზე ყველაფერი გვაქვს, რაც იატაკის მოწყობისთვისაა საჭირო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის სურვილის ამოცნობა და შესრულება. ჩვენი გუნდი ამ საქმეს განსაკუთრებული სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ვუდგებით, რადგან გვიყვარს ამ საქმის კეთება. გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი პროფესიონალიზმის მქონე თანამშრომლებით. დიდი გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით – წლების განმავლობაში ვმუშაობდით, მეზობელ ქვეყნებში, პარკეტის დამზადებასა და მონტაჟზე. ახლა მთელი პროცესი, დამზადებიდან დაგებამდე, ჩვენს მიერ არის წარმოებული. ვიცით ყველა პარკეტის ღერის თავისებურება, ყველა საჭირო მასალასთან ინდივიდუალური მუშაობის წესი და ა.შ.“, – ამბობს გრიშა გედენიძე.

[R]

როგორი იქნებოდა 80-იან წლებში აპლიკაციები, რომლებსაც დღეს ვიყენებთ

“ნიკო ნიკოლაძის კვალდაკვალ” – “ჯეპრას” საგანმანათლებლო პროექტი