20
Feb
2019

თბილისში მძღოლები ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურს გადაიხდიან

20 Feb 2019

ზონალურ/საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც სპეციალური მობილური აპლიკაციით, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული ჩარიცხვის აპარატებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

„ძალიან საინტერესოა აპლიკაციაა და უახლოეს მომავალში, როდესაც ზონალურ/საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, ეს აპლიკაციაც ჩაუშვება და მომხმარებელს სესაძლებლობა ექნებათ, რომ ამ აპლიკაციის გამოყენებიტ გადაიხადონ პარკირების საფასური. შემოსული თანხა მთლიანად აკუმულირებელი იქნება სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტში და მოხმარდება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, იმ ზონებში, სადაც საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, დამატებითი ავტობუსები დაინიშნება. პარკირების საათობრივი საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებს. ელექტროძრავიან ავტომობილებს და შშმ პირების მანქანებს.

„საათობრივი პარკირების ზონაში მუნიციპალიტეტი მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდებას გააძლიერებს და მათ მანქანის ალტერნატივად განახლებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შესთავაზებს“, – აღნიშნა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი პირველი ივლისიდან ამოქმედდება. საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.

წყარო: bpn

განხილვა