in

თბილისის უბნები, სადაც პარკირების გადასახადი დაწესდება

პარკირების ზონალურ-საათობრივი გადასახადი, პირველ-ეტაპზე, თბილისის ორ რაიონში – ძველი თბილისისა და საბურთალოს რამდენიმე ქუჩაზე დაწესდება. ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ადასტურებენ:

„თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ, არაერთხელ აღნიშნეს, რომ ზონალური პარკირების საპილოტე პროექტზე მუშაობენ. დღეს რაც ცნობილია არის ის, რომ ძველი თბილისისა და საბურთალოს რამდენიმე ქუჩაზე მოეწყობა საპარკინგე ადგილები. რაც შეეხება დეტალებს: პარკირების საფასურს, კონკრეტულ ქუჩებს, ჯერ განსაზღვრული არ არის. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს ტვირთი არ იქნება. ვფიქრობთ, მათთვის დაწესდეს შეღავათები. დეტალურ ინფორმაციას, პარკირებასთან დაკავშირებით, საზოგადოებასა და მედიას უახლოეს მომავალში გავაცნობთ“, – აცხადებენ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში.

შეგახსენებთ, ივლისში, თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან, საპილოტე პროექტი განხორციელდებოდა, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბნებში ზონალურ-საათობრივი საფასურის შემოღებას ითვალისწინებდა.

„Animal Collection“ – დიზაინის სტუდია Pragmatika-ს ლოგოტიპების ნაკრები

რა ხდება სცენარისტების თავში?