პარკინსონის დიაგნოზი, ყოველდღიურად, ორმოც წლამდე ასაკის ხუთ ავსტრალიელს უდგინდება. იმისათვის, რომ წარმოედგინათ, როგორია ამ დიაგნოზთან ერთად ცხოვრება, ორგანიზაციამ Parkinson’s NSW შექმნა ოთახი, საიდანაც გასაქცევი არ არსებობს. კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა ოთახი ენთუზიასტებისთვის, რომლებსაც შეეძლოთ გამოეცადათ ის დაბრკოლებები და თავსატეხები, რასაც პარკინსონის მქონე ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან. ესაა ოთახი, რომელიც ადამიანებს ამ პრობლემის გაცნობიერებაში ეხმარება. კამპანიაზე Wunderman Thompson-მა და Airbag-მა იმუშავეს.
ოთახი, გასაქცევის გარეშე! – კამპანია პარკინსონის დიაგნოზზე ცნობიერების ასამაღლებლად
