in

შესაძლოა, პარკინსონი FDA-ის მიერ დამტკიცებული კიბოს წამლით განიკურნოს

თუ WHO-ს დავუჯერებთ, მსოფლიოს მასშტაბით, პარკინსონით 8.5 მილიონ ადამიანზე მეტია დაავადებული, რითაც ალცჰაიმერის შემდეგ მეორე ყველაზე გავრცელებულ ნეორედეგენერაციულ დაავადებად გვევლინება… შესაბამისად, კაცობრიობა მოუთმენლად ელის გზებს, რომლებიც სწრაფად განკურნებაში დაგვეხმარება და კვლევა, რომელზეც ქვემოთ მოგიყვებით, ერთ-ერთია მათ შორის.

M2
M2

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რა როლს თამაშობს Aplp1-ის ცილა თავის ტვინში უჯრედიდან უჯრედამდე იმ მასალის გავრცელებაში, რომელიც პარკინსონის დაავადებაზეა პასუხისმგებელი. ხოლო FDA-ის მიერ დამტკიცებული კიბოს წამალი, რომლისთვისაც მთავარი სამიზნე Lag3-ის ცილაა, რომელიც, თავის მხრივ, Aplp1-სთან ურთიერთქმედებს, მის გავრცელებას აფერხებს თაგვებში, რის გამოც მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მათ უკვე მიაგნეს პოტენციურ თერაპიას. 


სამეცნიერო ნაშრომში კი მკვლევართა საერთაშორისო გუნდი აღწერს, როგორ მუშაობს ეს ორი ცილა ერთად იმისათვის, რომ მავნე ალფა-სინუკლეინის ცილის გროვას ტვინის უჯრედებში შეღწევაში დაეხმაროს. 

ახლა, რადგან ვიცით, რომ Aplp1 და Lag3 ურთიერთქმედებს, გვაქვს ახალი გზა იმის გასაგებად, თუ როგორ უწყობს ხელს ალფა-სინუკლეინი პარკინსონის დაავადების პროგრესირებას. ჩვენი მიგნებების მიხედვით, თუ ამ ურთიერთქმედებას წამლებით დავუპირისპირდებით, პარკინსონისა თუ სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების პროგრესირება შენელდება, — აცხადებს ზაობო მაო, ნეირომეცნიერი.


მანამდე თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ Lag3 ალფა-სინუკლეინის პროტეინებს უკავშირდებოდა და, შესაბამისად, დაავადების გავრცელებაზეც იყო პასუხისმგებელი. თუმცა, როცა Lag3 პროცესიდან ამოიღეს, ეს კავშირი შეფერხდა, მაგრამ არა სრულად, რამაც მეცნიერებს აფიქრებინა, რომ კიდევ რაღაც ცილასთან ჰქონდათ საქმე, ამიტომაც ექსპერიმენტებში Aplp1 ჩართეს. 

შედეგად, მიხვდნენ, რომ ამ ორი ცილის ურთიერთქმედება ტვინს საზიანო ალფა-სინუკლეინის შეწოვაში უფრო ეხმარებოდა. ამიტომაც, თაგვებში ორივე ცილის ამოღება გადაწყვიტეს და ნახეს, რომ შედეგად 90%-ზე ნაკლებმა მავნე ალფა-სინუკლეინმა შეაღწია ტვინის ჯანსაღ უჯრედებში. მართალია, ეს ცილები ცალ-ცალკეც ახერხებს მავნე ნივთიერების ტვინში შეღწევას, მაგრამ ურთიერთქმედებისას შედეგები გაცილებით დიდია.

ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევრებმა თაგვებს ნივოლუმაბის/რელატლიმაბის წამალი მისცეს, რომელიც ჩვეულებრივ მელანომის სამკურნალოდ გამოიყენება და Lag3-ის ანტისხეულს შეიცავს — აღმოაჩინეს, რომ მან აღნიშნული ორი ცილის ურთიერთქმედება შეაჩერა და თითქმის სრულად დაბლოკა ნეირონებში დაავადების გამომწვევი ალფა-სინუკლეინის გროვების წარმოქმნა. 

სწორედ ამიტომ ამყარებენ მეცნიერები იმედს FDA-ის მიერ დამტკიცებულ კიბოს წამალზე და ვარაუდობენ, რომ მალე პარკინსონის დაავადების განკურნებას შეძლებენ… 

„არგვანი“ – ხატია ჯახუას მეღვინეობა და ისტორიულ-კულტურული თავგადასავალი მარტვილში

ხელოვნური ინტელექტის ინოვაციები და ტრენდები 2025 წლისთვის