4
Feb
2020

პარკინსონის დაავადების მქონე დედის კალიგრაფიით შექმნილი შრიფტი – Shake

4 Feb 2020

ერთ-ერთი მშვენიერი რამ, რაც გრაფიკულ დიზაინს შეუძლია – ცნობიერების ამაღლებაა.

წლების განმავლობაში, ჩვენ არაერთ ფონტს შევხვედრივართ, რომელთა შექმნის შთაგონების მიზეზიც სხვადასხვა რამ გამხდარა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ყოფილა ცისარტყელის ფერებით შექმნილი ფონტი – LGBTQ+ დროშის შემქმნელის გილბერტ ბეიკერის შრიფტი.

დღეს კი, Shake გვინდა, გაგაცნოთ –  კრეატიული დირექტორის, მორტენ ჰალვოშენის შრიფტი, რომელიც პარკინსონის დაავადების ეფექტს ნათელს ჰფენს.

8 წლის წინ, ჰალვოშენის დედას პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. მან კი, მისი კალიგრაფია შრიფტად გარდაქმნა, რათა მისი ხელწერა შეენარჩუნებინა, დაავადების პროგრესის პარალელურად.

პროექტი ლეგენდარულმა სტეფან ზაგმაისტერმა საკუთარ ინსტაგრამზე დადებითად შეაფასა, სადაც ის რეგულარულად, სხვადასხვა დიზაინნამუშევრების დიაგნოზს სვამს.

შრიფტი Shake, ყოველწლურად, განახლდება და მასზე დაავადების თანდათანობითი ზეგავლენა აისახება.

დონაცია და გადმოწერა ამ ბმულიდან შეგიძლიათ.

საერთო ჯამში, კამპანია პარკინსონის დაავადების განკურნების გზების პოვნას ემსახურება.

განხილვა