in

ახალი უბანი პარკის კონცეფციით – კიკვიძის ბაღთან „პარკს თაუნი” შენდება

თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, კიკვიძის პარკთან ახლოს, უფრო სწორად, მისგან ზუსტად ერთი წუთის სავალზე, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. თავისი კონცეფციით ის პატარა ქალაქს ჰგავს დიდ ქალაქში, ამიტომ სახელწოდებაც შესაბამისი აქვს – „პარკს თაუნი”. პროექტი უკვე დაწყებულია და საკმაოდ დიდ გეგმებს ისახავს, ამიტომ რამდენიმე ფაზად არის დაყოფილი. ვეცდებით, მოკლედ გადმოვცეთ, რა ეტაპზეა ის და რას უნდა ველოდოთ საბოლოოდ.

„პარკს თაუნი” ახლა თავისი გეგმის პირველ ფაზას, კერძოდ, B ბლოკის მშენებლობას ახორციელებს. ეს იქნება 15-სართულიანი, ენერგოეფექტური შენობა, რომელსაც თანამედროვე არქიტექტურა და პანორამული ხედები აქვს. იგი ჯამში 225, სხვადასხვა კვადრატულობის ბინას მოიცავს. აქვე განთავსდება კომერციული ფართები და ავტოსადგომი, რომელიც 78 მანქანას დაიტევს. პროექტის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.

ტერიტორია, რომელზეც საცხოვრებელი კომპლექსი შენდება, არა მხოლოდ კიკვიძის ბაღთან სიახლოვითაა საინტერესო. ის ქალაქის ცენტრთან სულ რამდენიმე წუთის გზაზეა, განვითარებად და განახლებად ქუჩაზე – ცოტნე დადიანის N305-313 -ში. ეს არის ადგილი, რომელიც ახლოსაა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებთან, ამიტომ, რაც დასაწყისში ვთქვით, ის აზრი მტკიცდება, რომ ეს არის პატარა ქალაქი, რომელშიც ყველაფერი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს და შორს წასვლა არ გჭირდება. 

სულ „პარკს თაუნს” გეგმით დასახული 4 ფაზა აქვს გასავლელი. მან მან 20 768 კვ.მ მიწის ფართობი უნდა დაფაროს და გაშენდეს ეკოლოგიური უბანი პარკის კონცეფციით, რომელიც გამწვანებული სივრცეების მრავალფეროვნებით იქნება გამორჩეული. იმის გარდა, რომ ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონასთან არის ახლოს, საკუთარ ეზოში, არც მეტი არც ნაკლები, 10 709 კვ.მ მოცულობის დაცული პარკიც ექნება. ამ პარკში არა მხოლოდ მცენარეები და მწვანე ზონები, არამედ მოსასვენებელი, გასართობი სივრცეებიც განლაგდება. 

მაინც რას გთავაზობთ უბანი პარკის კონცეფციით?

კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები იზრდებოდნენ ჯანსაღ გარემოში, ამიტომ თუ ოჯახთან ერთად ახალ ადგილას გადახვალთ საცხოვრებლად, თქვენი შვილებისთვის „პარკს თაუნი” საბავშვო მოედანს დაგახვედრებთ.

თუ ვარჯიშობთ და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიჰყვებით, დილით ადრე ქუჩა-ქუჩა სირბილი არ მოგიწევს, რადგან საკუთარი სახლის ეზოშივე დაგხვდებათ სპორტული მოედანი, სადაც შეძლებთ ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ. აქვე იქნება ველოსიპედისთვის ცალკე გამოყოფილი ბილიკი, სადაც თქვენც და თქვენი შვილებიც უსაფრთხოდ ისეირნებთ.

გული არც იმ ადამიანებს დასწყდებათ, ვინც განუყრელ მეგობრებთან, შინაურ ცხოველებთან ერთად ცხოვრობენ. „პარკს თაუნის” ეზოში ცალკე ადგილი იქნება გამოყოფილი სპეციალურად ცხოველებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ ახალი მეგობრების გაჩენას და მათ პატრონებსაც შორს არ მოუწევთ წასვლა.

ახლა, როცა უკვე წარმოდგენა შეგექმნათ, როგორი იქნება „პარკს თაუნი” გარეთ, შიდა სივრცეშიც შევიხედოთ. გარდა თანამედროვე და კომფორტული ბინებისა, კომპლექსი გთავაზობთ სავაჭრო ობიექტებს, კაფე-რესტორნებს, ფიტნეს დარბაზსა და საცურაო აუზს. წარმოიდგინეთ, რამდენი დრო შეიძლება დაზოგოთ, როდესაც ყველა ეს სიკეთე ერთად, ერთ შენობაშია თავმოყრილი. ვარჯიში იქნება, ცურვა, საყიდლებზე სიარული თუ გართობა, დრო არაფერში დაგეხარჯებათ.

საცხოვრებელი ბინების გარდა, „პარკს თაუნი” მიმზიდველ ადგილად იქცევა მეწარმეებისთვისაც. თუ თქვენ გაქვთ სტარტაპი, რომლისთვისაც კომერციულ ფართს ეძებთ ან ბიზნესი, რომლისთვისაც უკეთესი ოფისი გჭირდებათ, კომპლექსი თანამედროვე დიზაინის მქონე სივრცეებს გთავაზობთ, სადაც მშვიდად და წარმატებით შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი საქმეები.

როგორც ხედავთ, კომპლექსი საკმაოდ მრავალფუნქციურია, ის ფაქტობრივად, ყველა საჭირო ატრიბუტს მოიცავს, რომლისთვისაც ადამიანები ყოველდღიურად ერთი ლოკაციიდან მეორეში, დიდი ხნის განმავლობაში გადავადგილდებით და ჩვენთვის ძვირფას დროსა და ენერგიას ვხარჯავთ. 

[R]

ლიბერთისა და Mastercard-ის ახალი აქცია დაიწყო | აიღე „ახალი” Mastercard ბარათი, გადაიხადე მინიმუმ 50 ლარი და დაიბრუნე 25 ლარი

აქტივისტებმა მონეს ნამუშევარს პიურე გადაასხეს