in ,

კონკურსი პარლამენტის ახალი ლოგოს შესაქმნელად!

პარლამენტმა, ახალი ლოგოს შექმნის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა. 19-დან 24 აგვისტოს ჩათვლით, ნებისმიერს შეუძლია საკუთარი საკონკურსო წინადადება წარადგინოს. უკვე შექმნილია საკონკურსო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. კომისიაში, ასევე, არიან: პარლამენტის წევრები, საკანონმდებლო ორგანოს აპარატისა და ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენლები.

არანაირი არსებითი შეზღუდვა კონკურსს არ აქვს. ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს შესაძლებლობა, რომ გამოცხადებულ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. გვაქვს რამდენიმე არსებითი საკითხი, რაც ამ კონკურსთან არის დაკავშირებული. კერძოდ, თითოეულ კონკურსანტს აქვს შესაძლებლობა, რომ მხოლოდ ერთი საკონკურსო წინადადება წარმოადგინოს. საკონკურსო წინადადებაში წარმოდგენილი ლოგოს ნიმუში უნდა იყოს 100 %-იანი ორიგინალი და არ უნდა იყოს პლაგიატის შემცველი. აგრეთვე, ლოგო, რომელიც საკონკურსო წესით იქნება წარმოდგენილი, არ უნდა შეიცავდეს პარლამენტის არცერთი შენობის კონტურებს, – განაცხადა გივი მიქანაძემ, პარლამენტის აპარატის უფროსმა, 9 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

2013 წლის ოქტომბრიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტს აქვს ლოგო, რომლის დიზაინიც გია ბოხუასა და ნიკოლოზ კუმბარს ეკუთვნით. მარკეტერის შეკითხვებზე: რა კონცეფცია აქვს ლოგოს და რა ამოცანა იყო გადასაჭრელი პარლამენტის ვიზუალურ იდენტობაზე მუშაობის პროცესში? გია ბოხუამ გვიპასუხა, რომ კონცეპტი არ იყო, უბრალოდ, შენობის გამარტივებული დიზაინი უნდა შექმნილიყო, მაგალითად, როგორიც თეთრ სახლს აქვს.


პარლამენტის ახალი ლოგოს შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული ჰონორარს 2 500 ლარის ფარგლებში მიიღებს.

5 რამ, რაც სტარტაპერებმა უნდა იცოდნენ ლოგოს შესახებ!

McDonald’s-ის კერძებით შთაგონებული Nike-ის ფეხსაცმელი!