გლობალური გადახდებისა და ტექნოლოგიების წამყვან კომპანია Mastercard-სა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი სულ რამდენიმე თვის წინ გაფორმდა, თანამშრომლობის მიზანი საქართველოში ფინანსური განათლების განვითარების ხელშეწყობაა.
პარტნიორობის ფარგლებში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფინანსური განათლების კუთხე მოეწყო. ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გადაიდგა. უახლოეს მომავალში კი იგეგმება ფინანსურ განათლების კუთხეების მოწყობა რეგიონებში, საერთო ლექციების, სემინარებისა და ვორქშოფების შეთავაზება მკითხველებისთვის.
დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონალური მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში: „Mastercard-ის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, გაზარდოს ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობა მთელ მსოფლიოში და ხელი შეუწყოს ამ პროცესს საქართველოშიც. გვიხარია, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობამ უკვე მოგვიტანა თვალსაჩინო შედეგი და დარწმუნებული ვართ, ერთად უამრავ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე: „ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორიც Mastercard-ია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებულები ვართ, ბიბლიოთეკის ფინანსური ლიტერატურის კუთხე ნამდვილად გახდება ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სასარგებლო სივრცე“.
ფინანსური განათლების განვითარებისთვის Mastercard-მა საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა განახორციელა. თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამოიცა პირველი ქართული ფინანსური ლექსიკონი. ფინანსური ტერმინების განმარტებასთან ერთად, გუნდმა ლექსიკონის ონლაინ ვერსიის შექმნაზეც იმუშავა და განმარტებები მარტივად ხელმისაწვდომი გახადა.
Mastercard-ის შესახებ:
Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ის მართავს მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210–ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com
[R]