in

რობოტი სელაპი, რომელიც COVID-19-ით დაავადებულებს მარტოობას უმსუბუქებს

veon
veon

კომპანია PARO Robots-ის მიერ შექმნილი რობოტი სელაპი COVID-19-ით დაავადებულებს მარტოობას შეუმსუბუქებს. რობოტის წონა ახალშობილი ბავშვის წონას უტოლდება, ფასი კი 6000 დოლარს შეადგენს. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ეს თერაპიული რობოტია, რომელსაც პაციენტების სტრესის შემცირება, მასსა და მომვლელებს შორის ინტერაქციის სტიმულირება და სოციალიზაციის გაუმჯობესება შეუძლია. PARO-ს რობოტი თავსა და ფეხებს ამოძრავებს, გამოსცემს ხმებს და პაციენტებს პასუხობს, როგორც ცოცხალი არსება. დამატებით, რობოტს შეუძლია პატარა სელაპის ხმები გამოსცეს.

პანდემიის პირობებში, თერაპიული რობოტების გაყიდვა აქტუალური გახდა. სოციალური, Paro-ს მსგავსი ფუნქციის მქონე რობოტების როლი კი მზარდია. მით უფრო მაშინ, როცა ვირუსის მქონეებთან ადამიანების პირდაპირი ინტერაქცია შეზღუდულია.

აღსანიშნავია, რომ რობოტი სელაპის თერაპევტული ფუნქციის დასამტკიცებლად კომპანიამ რამდენიმე კვლევა ჩაატარა. მათი თქმით, რობოტის დახმარებით ხანდაზმულმა ქალბატონმა, რომელიც ოჯახის წევრებსაც არ ეურთიერთებოდა, წლების განმავლობაში, პირველი სიტყვები თქვა და ეს იყო Paro-ს მისამართით ნათქვამი „მე შენ მიყვარხარ“.

White Square 2020-ის შედეგები სრულად!

პროექტი, რომელიც მაყურებლებს მონატრებულ სპექტაკლებს ღია ცის ქვეშ სთავაზობს – “100 სკამი ცის ქვეშ”