in ,

რა ფერის იყო პართენონის ქანდაკებები?

„პართენონის მარმარილოები“ კლასიკური ბერძნული ქანდაკებისა და არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშია, რომელიც თავდაპირველად პართენონის ტაძარს ამშვენებდა, ათენის აკროპოლისის თავზე. დღეს კი ბრიტანეთის მუზეუმშია განთავსებული, სადაც მარადიული, თეთრი ბრწყინვალების გამო უამრავი ვიზიტორის ყურადღებას იქცევს. თუმცა ბოლოდროინდელმა ვიზუალიზაციის ტექნიკამ ორიგინალი საღებავის კვალი დააფიქსირა, რომელიც ამ უძველეს საოცრებებს ამშვენებდა.

ლონდონის კინგს კოლეჯის, ბრიტანეთის მუზეუმისა და ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის მკვლევრებმა დახვეწილი ციფრული გამოსახულება და სამეცნიერო ინსტრუმენტები გამოიყენეს ქანდაკებების მიკროსკოპულ დონეზე შესასწავლად. ეს არაინვაზიური ტექნიკაა, რომელსაც პიგმენტების აღმოჩენა შეუძლია. შედეგად გაირკვა, რომ ღმერთები, მითური მხეცები და მათი ისტორიები ეგვიპტური ლურჯი, თეთრი და იასამნისფერი საღებავებით იყო მოხატული. რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს თავისი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. როგორც ცნობილია, ე. წ. „ეგვიპტური ლურჯი“ ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში ფართოდ იყო გავრცელებული, ვინაიდან მშვენიერ ელფერს ანიჭებდა ნამუშევრებს.

„პართენონის სკულპტურები უძველესი ხელოვნების ერთ-ერთ მწვერვალად ითვლება. ამიტომაცაა, რომ საუკუნეების განმავლობაში იკვლევდნენ მეცნიერები, თუმცა ფერის კვალი არასდროს აღმოუჩენიათ“, — წერს დოქტორი ჯოვანი, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტიდან.

საღებავი იშვიათად უძლებს დროის გამოცდას, განსაკუთრებით, როდესაც მრავალსაუკუნოვან ამინდთან უწევს გამკლავება. ჩვენამდე მოღწეული ვიზუალის საფუძველზე კი გაბატონებული იყო რწმენა, რომ ძველი ბერძნული ხელოვნება მხოლოდ ხელუხლებელ თეთრ მარმარილოს ეყრდნობოდა. ამ მომხიბვლელობამ კი კიდევ უფრო მეტად დაჩრდილა მათი პირვანდელი ფერადოვნების აღდგენის სურვილი.

Meta-მ კენდალ ჯენერის ტყუპი AI ჩეტბოტი გამოუშვა!

როგორ გახდეთ აქციონერი? — SOLO Talks-ის შეხვედრა